[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / ღონისძიებები

დისკუსია: "საზოგადოებრივი მონაწილეობა გარემოსდაცვით მართვაში"

30ივნ

Cover image

30 ივნისს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა დისკუსია: "საზოგადოებრივი მონაწილეობა გარემოსდაცვით მართვაში".

დისკუსია დაეთმო ენერგეტიკული პროექტების შემუშავების, განვითარებისა და სახელმწიფოს მხრიდან შეფასების არსებული პროცედურების განხილვას, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო პრინციპების შუქზე.

ენერგეტიკის მიღმა, პანელი შეეხო სამთო-მოპოვებით სექტორსაც. ამ კუთხით, განხილვის საგანი იყო ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატში მიმდინარე სარეფორმო წინადადებები, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, ეკონომიკის სამინისტროსა და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს მიემართება. 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“