[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / ღონისძიებები

დისკუსია - „სამთომოპოვების სოციალური განზომილება"

12დეკ

Cover image

EMC აგრძელებს მოხსენებების სერიას თემაზე „სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოც-ეკოლოგიური ასპექტები“. 5 ოქტომბრს გამართული საჯარო დისკუსიის შემდეგ, სადაც განხილვა სახელმწიფოს და ქვეყნის განკარგულებაში არსებული ბუნებრივი რესურსების როლს ეხებოდა ქვეყნის განვითარების თუ (აღ)მშენებლობის პოლიტიკაში, 12 დეკემბერს გაიმართა საჯარო დისკუსია - „სამთომოპოვების სოციალური განზომილება: შრომა, გარემო და საზოგადოება“. მოხსენებების თემა შეეხებოდა სამთო-მოპოვებით საქმიანობასთან დაკავშირებულ იმ სოციალურ ასპექტებს, რომლებიც განაპირობებენ აღნიშნული ინდუსტრიული საქმიონობის გავლენის ზონაში მყოფი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას, ბუნებრივი გარემოს და სოციალური ყოფას.

მომხსენებლები:

ანა დიაკონიძე: სოციოლოგიის დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. სხვადასხვა დროს ანა იყო მიწვეული მკვლევარი ლონდონის სამეფო კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი), მაგდებურგის უნივერსიტეტსა (გერმანია) და ბრიუსელის თავისუფალ უნივერსტიტეტში (ბელგია). ანას კვლევის ინტერესებია - კეთილდღეობის პოლიტიკა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, შრომის თანამედროვე ფორმები, ციფრული შრომა და მისი კავშირი სოციალური უსაფრთხოების სისტემების რეფორმასთან.

ნინო ხელაია: თსუ-ს მიწვეული ლექტორი. სოციალური მოძრაობებისა და პოსტ-სოციალისტური ტრანსფორმაციების მკვლევარი.

ქეთი გუჯარაიძე - მწვანე ალტერნატივას პოლიტიკის ანალიტიკოსი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის გარემოსდაცვითი მართვისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი.

მოდერატორი: თამუნა ქებურია

დისკუსია გაიმართა პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“