7 აპრილს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა დისკუსია: „რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ კურიერების და, ზოგადად, პლატფორმული ეკონომიკის მშრომელების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?“
საჯარო დისკუსიაზე თავად კურიერებთან და სხვა მომხსენებლებთან ერთად, ვისაუბრეთ როგორ შეიძლება მოხდეს კანონმდებლობით განსაზღვრული გარანტიების გავრცელება ამ მშრომელებზე, ისე რომ, ამავდროულად, გათვალისწინებული იყოს სექტორისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, მაგალითად, მოქნილი გრაფიკისა და საგადასახადო რეგულირების კუთხით; და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ საიმისოდ, რათა საკითხის გადაწყვეტა მაქსიმალურად იყოს მორგებული დასაქმებულების ლეგიტიმურ ინტერესებს.