საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
17ნოე
17 ნოემბერს EMC-მ გამართა დისკუსია ჭიათურაში არსებულ ეკოლოგიურ და სოციალურ პრობლემებზე.
მომხსენებელი იყო მკვლევარი, გიორგი ცინცაძე - მისი კვლევითი და ჟურნალისტური ინტერესები კლიმატის ცვლილებას, "რესურსების წყევლისა" და მწვანე კრიტიკულ თეორიებს ეხება. მან გააკეთა მოხსენება თემაზე: მანგანუმი და ჯანმრთელობა. მანგანუმი ერთი მხრივ ადამიანისთვის აუცილებელი საკვები დანამატია, მეორე მხრივ კი საფრთხისშემცველი, ტოქსიკური დამაბინძურებელი, რომელთან ჭარბ შეხებასაც ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი და ხშირად შეუქცევადი ზიანის მიყენება შეუძლია. რა შემთხვევაში ხდება მანგანუმი ჯანმრთელობისთვის საზიანო და რა გზით იწვევს ავადობის მატებას? სამედიცინო ლიტერატურაში მრავლად გვხვდება კვლევები, რომლებიც მანგანუმის ნერვულ სისტემაზე გავლენას შეისწავლიან. გვხვდება ისეთი კვლევებიც, რომლებიც მანგანუმის კარცინოგენულ თვისებებს განიხილავენ. ასეთი კვლევები მანგანუმთან დაკავშირებული შესაძლო რისკების ამოცნობისა და გათვალისწინების შესაძლებლობებს ქმნიან.
EMC-ს წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოსაც.
ინსტრუქცია