საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
23მაი
23 მაისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა საჯარო დისკუსია ახალქალაქში თემაზე: "დომინანტური პერსპექტივები ჯავახეთის რეგიონზე და ხმები ქვემოდან".
შეხვედრის მიზანი იყო უახლოეს ისტორიაში ჯავახეთთან დაკავშირებული გაბატონებული დისკურსებისა და პოლიტიკის კრიტიკული გააზრება და ბოლო წლებში ადგილზე დაწყებული სოციალური ცვლილებების მოხელთება.
საჯარო დისკუსიის ფარგლებში ამ საკითხებზე მოხსენებები ჰქონდათ მკვლევრებს ქეთევან ეფაძეს, ანა ტივაძეს, ალის ბაქრაძეს და ადგილობრივ აქტივისტს, ტიგრან თარზიანს. მოხსენებები დაეფუძნა ბოლო პერიოდში მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს.
შეხვედრის ჩატარება შესაძლებელი გახდა პროექტის ფარგლებში „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.
ინსტრუქცია