[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე

13ნოე

Cover image

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ 2019 წლის 13 ნოემბერს 10:30 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საკონსტიტუციო სასამართლოს, სახალხო დამცველის, პარლამენტის და სხვა უწყების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართა დისკუსია 2018 წლის 2 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოს  მიერ, ნარკოპოლიტიკის შესახებ მიღებულ  გადაწყვეტილებაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპატიმრო სასჯელის გამოყენება ისეთი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და მათი ერთჯერადი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობის შეძენა-შენახვისთვის, რომლებიც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას. გადაწყვეტილება არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საგანი გახდა ნარკოპოლიტიკის საკითხზე მომუშავე აქტორებს შორის, რადგან პრაქტიკაში საკმაოდ რთულია, აღნიშნული კრიტერიუმით მკაფიოდ გაიმიჯნოს ნარკოტიკული საშუალებები და დადასტურებულად ითქვას, რომელი სუბსტანცია იწვევს სწრაფ შეჩვევასა და აგრესიულ ქცევას.

საკონსტიტუციო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთა ხედვები და მოსაზრებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი, მოქმედი მკაცრი ნარკოპოლიტიკის შედეგად დაზარალებული პატიმრებისთვის, რომლებიც  ნარკოპოლიტიკის სფეროში ფუნდამენტური რეფორმის გაურკვეველი ვადით შეჩერების ფონზე, სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ეპიზოდური გადაწყვეტილებებით ახერხებენ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“