საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
11აპრ
11 აპრილს, CRRC - საქართველომ და სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წარადგინეს კვლევები საქართველოს უსაფრთხოების შესახებ.
CRRC-ის ანგარიშის მიხედვით, დაცულობის შეგრძნება, მეტი ან ნაკლები ინტენსივობით, მოსახლეობის 69%-ს აქვს. მოქალაქეების დაახლოებით 50% უსაფრთხოებისთვის ყველაზე მაღალ რისკად სიღარიბესა და რუსეთიდან მომდინარე სამხედრო აგრესიის შესაძლებლობას ასახელებს.
„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორის მდგრადობას, რაც მეტ ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას გულისხმობს. ამიტომ, ჩვენ ხელს ვუწყობთ უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერებას, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. ჩვენი მიზანია, ვიმუშავოთ საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მმართველ ინსტიტუტებთან, რათა ხელი შევუწყოთ უფრო სტაბილური და მდგრადი საზოგადოების განვითარებასა და თოთეული იმ ადამიანის უსაფრთხოებას, რომელიც საქართველოში ცხოვრობს“, - განაცხადა ევია კოტანმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკური, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილემ.
ინსტრუქცია