საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
27თებ
27 თებერვალს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: "ჩვენ" და "ისინი" – ქართული ნაციონალიზმი და მის მიერ წარმოებული "სხვები".
დისკუსიის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევრებმა წარმოადგინეს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მხარდაჭერით მომზადებული ნახევრად-აკადემიური სტატიები.
ბოლო წლებში არადომინანტური ჯგუფების სოციალური გარიყულობის, სუსტი პოლიტიკური რეპრეზენტაციისა და მონაწილეობისა და უფლებების დაცვის საკითხები აქტიურად დგება პოლიტიკურ დღის წესრიგში. თუმცა, აკადემიური ინტერესი ამ ჯგუფების ყოფის, ისტორიის, ცოდნის, ნაციონალურ პროექტში მათი ჩაწერისა და ამორიცხვის ტრავმული ისტორიული და ყოველდღიური გამოცდილებების შესახებ მწირია. ჩვენი მიზანი ამ საკითხებზე ადგილობრივი ცოდნის შექმნისა და აკადემიური და საზოგადოებრივი დისკუსიების წახალისებაა.
ინსტრუქცია