[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

აჭარის კრიტიკული პოლიტიკის სკოლის შეხვედრა ხულოში

27ნოე

Cover image

27 და 28 ნოემბერს ხულოში აჭარის კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მორიგი შეხვედრები გაიმართა. მოხსენება წაიკითხა რელიგიის მკვლევარმა და სოციოლოგმა სოფო ზვიადაძემ. მას ისაუბრა აჭარაში ისლამის უახლეს ისტორიაზე და იმაზე, თუ საქართველოში როგორ არის აჭარა დანახული წარსულსა და აწმყოში. 28 ნოემბერს კი გასვლითი ვიზიტი მოეწყო სოფელ ნიგაზეულში, უნიკალურ ხის მეჩეთში. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ნახევრად აკადემიური და ნახევრად პოლიტიკური სივრცეა, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობის თემის პარტნიორობით ხორციელდება. სკოლის მიზანია სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარება, კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნა. 

პლატფორმაში გაერთიანებულები არიან სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მქონე ახალგაზრდები ზემო და ქვემო აჭარიდან და წალკიდან. ცოდნის გაზიარების გარდა, სკოლა წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების ძიების ხელშემწყობ სივრცეს. 

აჭარაში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ორგანიზება ხორციელდება სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) ფინანსური მხარდაჭერით

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“