21 ნოემბერს ხულოში აჭარის კრიტიკული პოლიტიკის სკოლის შეხვედრა გაიმართა. ლექციები წაიკითხეს სოციალურმა ანთროპოლოგებმა რუსლან ბარამიძემ და თამთა ხალვაშმა. რუსლან ბარამიძემ ისაუბრა საბჭოთა კავშირის პერიოდში აჭარელი თემის მუსლიმურ პრაქტიკებზე, ხოლო თამთა ხალვაშმა ილაპარაკა აჭარულ რწმენა-წარმოდგენებსა და მოდერნიზაციის პროექტებზე საბჭოთა კავშირში და დღევანდელობაში. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ნახევრად აკადემიური და ნახევრად პოლიტიკური სივრცეა, რომლის მიზანია სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარება და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნა. პლატფორმაში გაერთიანებულები არიან სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მქონე ახალგაზრდები ზემო და ქვემო აჭარიდან და წალკიდან. ცოდნის გაზიარების გარდა, სკოლა წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.
კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ხორციელდება სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში