[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

აჭარის კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ლექციები გრძელდება

13ნოე

Cover image

სკოლის ფარგლებში სხვადასხვა თეორიულ საკითხზე ლექციები წაიკითხეს გიორგი მაისურაძემ, თამარ ცხადაძემ, ზაალ ანდრონიკაშვილმა, ბაია ჯანელიძემ, თათული ჭუბაბრიამ და ლელა რეხვიაშვილმა.

გიორგი მაისურაძემ ისაუბრა ძალაუფლებაზე, სუბიექტურობასა და დისკურსზე მიშელ ფუკოს მიხედვით, თამარ ცხადაძის ლექცია ეხებოდა სამართლიანობის თეორიებსა და მათ პოლიტიკურ განზომილებებს. ზაალ ანდრონიკაშვილმა ლექცია წაიკითხა იდეოლოგიის თეორიებზე. ბაია ჯანელიძემ მოხსენება წაიკითხა სახელმწიფოსა და რელიგიის მიმართებასა და სეკულარიზმზე. ლელა რეხვიაშვილმა ილაპარაკა საქართველოში ბოლო 30 წლის განვითარების პოლიტიკაზე, ხოლო თათული ჭუბაბრიამ განიხილა განვითარების თეორიების გენდერული ასპექტები.

აჭარის კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ნახევრად აკადემიური და ნახევრად პოლიტიკური სივრცეა, რომელიც სოლიდარობის თემთან ერთად ხორციელდება და რომლის მიზანია სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარება და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნა.

პლატფორმაში გაერთიანებულები არიან სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მქონე ახალგაზრდები ზემო და ქვემო აჭარიდან და წალკიდან. ცოდნის გაზიარების გარდა, სკოლა წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ხორციელდება სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“