საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კანადის მთავრობა - კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის მხარდაჭერით, 2016 წელს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განახორციელა პროექტი მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა სამოქალაქო განათლებისა და საჯარო დისკუსიების წახალისების გზით. პროექტის ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დააორგანიზა აქტივისტური ფორუმი: „ჩაგვრის სოციალური და პოლიტიკური ასპექტები: თეორია და პრაქტიკა“, რომლის მიზანი იყო ჩაგვრასთან დაკავშირებული საკითხების თეორეტიზება და კონტექსტუალიზაცია და წინააღმდეგობის არსებული მოძრაობების სტრატეგიებისა და რეპერტუარების კრიტიკული გააზრება.
ფორუმის მიზანი ასევე იყო აქტივისტური ჯგუფების მიერ საკუთარი იდეების, დღის წესრიგებისა და გამოწვევების ურთიერთგაზიარება და ბრძოლების გადაკვეთის და კონსოლიდირების რესურსის გამონახვა. პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა მნიშველოვანი თარგმანებისა და ანალიტიკური სტატიების გამოცემების მომზადება.
ინსტრუქცია