ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო

მისამართი: ზოვრეთის ქ. 38, თბილისი 0160
ტელეფონი: +995 32 2 38 04 67/68
ვებგვერდი: https://ge.boell.org
Facebook: hbf.caucasus
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსა და EMC-ის თანამშრომლობა 2015 წლიდან დაიწყო.
ორგანიზაციას ფონდის მხარდაჭერით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. თანამშრომლობა გულისხმობდა დასაქმებულებისა და შრომისა და გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა აქტივისტური ჯგუფების გაძლიერებას, მათ დაკავშირებას და მყარი მხარდაჭერითი ქსელის შექმნას. ასევე, დასაქმებულებზე, ეკოლოგიურ და სოციალურ გარემოზე მოპოვებითი და გადამამუშავებელი საქმიანობის ზეგავლენის აღწერასა და ჩვენებას, სხვადასხვა აქტივობისა და კამპანიების გზით. თანამშრომლობა ასევე მოიცავდა კვლევით საქმიანობას, მათ შორის წინააღმდეგობის გამოცდილებების შესწავლასა და დამხმარე დოკუმენტების შექმნას დასაქმებულთა უფლებებისა და გარემოს დაცვითი საკითხების შესახებ.