[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ჩვენ შესახებ / დონორები

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

Library Image

ტელეფონი: 0322 94 37 63

საქართველოში ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლობის და სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლობა 2018 წლიდან დაიწყო.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC საქართველო) ერთად ახორციელებს ორ წლიან პროექტს „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა” (FAIR).

აღნიშნული პროექტის მიზანია სასამართლო რეფორმის ეფექტურობის უზრუნველყოფა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, მოსამართლეებთან ინდივიდუალური დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციის გზით. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი სამი ამოცანის შესრულება: 1. სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ განხორციელების, ძირითადი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგი; 2. ინდივიდუალურ მოსამართლეებთან და სასამართლო ორგანიებთან კომუნიკაციისა და დიალოგის ხელშეწყობა მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლეების როლზე დისკუსიების დაწყების გზით; 3. სხვადასხვა სახის მონაწილეობითი პროცესების, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისა და აქტივისტური ჯგუფების მობილიზების ხელშეწყობა.

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“