საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მისამართი: მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული,თბილისი 0102
მობილური: +995 32 2 50 54 04
ვებ-გვერდი: http://www.coalition.ge
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 2011 წელს შეიქმნა და აერთიანებს სასამართლოს, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს. კოალიციის მიზანია კვლევის, ადვოკატირების, საჯარო დისკუსიების გზით ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების სექტორში არსებული მწვავე პრობლემების აქტუალიზებას, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი კოალიციას 2013 წელს შეუერთდა და მას შემდეგ, არის კოალიციის მმართველი კომიტეტის აქტიური წევრი, რომელიც უძღვება კოალიციის საქმიანობას. ამასთან, 2021 წლის 15 ნოემბერს, მმართველმა კომიტეტმა სოციალური სამართლიანობის ცენტრი განმეორებით, 1 წლის ვადით აირჩია კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაციად.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი კოალიციის ფარგლებში შემუშავებული არაერთი ანგარიშის, კვლევის და მიმოხილვის თანაავტორია. კოალიციასთან თანამშრომლობით სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოახერხა დღის წესრიგში დაეყენებინა სამართალდამცავ ორგანოებში რეფორმის აუცილებლობა, რაც 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის გამიჯვნით დასრულდა. ასევე, კოალიციის აქტიური ადვოკატირების შედეგად განხორციელდა სასამართლო სისტემის რეფორმის რამდენიმე ეტაპი.
ინსტრუქცია