[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / პროექტები

უსაფრთხოების სექტორის თანამედროვე მოდელის შექმნის ადვოკატირება

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: USD 17,290

ხანგრძლივობა: 2017-2018 წელი

2017 წლის მაისიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი პარტნიორ ორგანიზასთან “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან” ერთად ახორციელებს პროექტს “უსაფრთხოების სექტორის თანამედროვე მოდელის შექმნის ადვოკატირება”.  პროექტის მიზანია ანგარიშვალდებული, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, დაბალანსებული და თანამედროვე უსაფრთხოების სტრუქტურის ფორმირება, რომელიც საერთაშორისოდ დამკვიდრებული კონტროლისა და ზედამხედველობის ფარგლებში ეფექტურად განახორციელებს უფლებამოსილებებს.

2015 წლის ზაფხულში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის გამიჯვნა მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა, თუმცა ამ რეფორმამ სამართალდამცავი სისტემის დეპოლიტიზირების და დემოკრატიული მოწყობის, ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის  მყარი გარანტიები ვერ შექმნა. განხორციელებული რეფორმის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებული ძალაუფლების მქონე, სრულიად დახურულ ორგანოდ ჩამოყალიბდა, რომლის ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია. განსაკუთრებით მწვავედ დგას ფარული თვალთვალისა და მიყურადების სისტემის ხარვეზები.

პროექტის ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრი და TI ერთობლივად განახორციელებენ საქმიანობების, რომლის მიზანიც არის:

  • 2015 წლის რეფორმის შედეგად შექმნილი უსაფრთხოების სამსახურის ინსტიტუციური მოწყობის, დელეგირებული ფუნქციების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის შეფასება და დოკუმენტირება;
  • სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის შემდგომი რეფორმის საჭიროებებზე საჯარო დისკუსიის წახალისება;
  • უსაფრთხოების სექტორში შემდგომი რეფორმების ადვოკატირება, მათ შორის, რეფორმის კონცეფციის მომზადების გზით.

პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნება საერთაშორისო ექსპერტი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემების რეფორმაზე მუშაობის გამოცდილება გააჩნია. ექსპერტი ასევე კარგად იცნობს საქართველოში ჩატარებულ რეფორმას.

პროექტს აფინანსებს ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”;

პროექტის ხანრგძლივობა: მაისი 2017 - თებერვალი 2018;

EMC-ის ბიუჯეტის წილი:17,290 აშშ დოლარი.

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“