საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: GEL 158,578
ხანგრძლივობა: 2021-2022 წელი
2021 წლის თებერვლიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს (Boell) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „გარემოსდაცვით საკითხების ადამიანის უფლებრივი ასპექტები“.
პროექტი მიზნად ისახავს ჰიდროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის არამდგრადი განვითარების საკითხთან შეჭიდებას და სამთო მრეწველობაში გავრცელებული გაუმჭვირვალე, ეკოლოგიურად დაუცველი პრაქტიკის კრიტიკას, რაც ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოს შეუქცევად ზიანს აყენებს. პროექტი იაზრებს, რომ ამ ინდუსტრიებში წარმოიქმნება დაპირისპირებები, რომლებიც მწვავეა ადგილობრივ დონეზე (სწორედ ამიტომ ჰიდროენერგეტიკის განვითარება და მოპოვება იწვევს ზოგიერთ რეზისტენტულ მოძრაობას საქართველოში) და ამავდროულად, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ეროვნული დონის პოლიტიკის წარმოებაზე“
პროექტის ძირითადი აქცენტი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ორი მიმართულებაზე გაკეთდება, მათი მასშტაბებისა და მათ მიერ წარმოქმნილი რისკების და უთანასწორობის გათვალისწინებით: წყლის რესურსების ექსპლუატაცია და წიაღისეული საწვავისა და ძვირფასი მინერალების მოპოვება.
პროექტის მთავარი მიზნები:
ინსტრუქცია