საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: USD 21,961
ხანგრძლივობა: 2013-2014 წელი
2013 წლის 12 დეკემბრიდან, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს ახალ პროექტს “ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული დანაშაულების გავლენა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე”. პროექტი ხორციელდება ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი ითვალისწინებს, 2012 და 2013 წლებში, ნარკოტიკისა და იარაღის საქმეებთან დაკავშირებული პრაქტიკის კვლევას და მიზნად ისახავს, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესებას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში.
ბოლო წლების განმავლობაში, ნარკოტიკული დანაშაულების, ისე როგორც იარაღთან დაკავშირებული დანაშაულების პრაქტიკის მიმართ არაერთი შეკითხვა და ეჭვი ჩნდებოდა, რაც გავლენას ახდენდა მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობაზე, მათ შორისაა: ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პირის გადაუდებელი ჩხრეკა; ჩხრეკისას საეჭვო ვითარებაში იარაღის ან/და ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენა; ოპერატიული ინფორმაციის არსებობაზე ისევე როგორც საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კანონიერებაზე სამართლოს კონტროლის ხარისხი; სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა და საპროცესო შეთანხმებების პრაქტიკა.
ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს, რომ საქმეთა არც თუ მცირე ნაწილი სწორედ ამ ტიპის დანაშაულებზე მოდის. ამ ვითარებაში საინტერესოა პრაქტიკისა და ტენდენციების კვლევა 2012 და 2013 წლებში, მათ შორის, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ პერიოდში. ამ მიზნით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გაანალიზებს ერთის მხრივ, ნარკოტიკული და იარაღთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკას და ასევე შეისწავლის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოადგენს რეკომენდაციებს სახელმწიფო პოლიტიკის, კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.
პროექტის ხანგრძლივობა: დეკემებერი 2013 - ივნისი 2014;
პროექტის ბიუჯეტი: 21,961 აშშ დოლარი.
ინსტრუქცია