[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / პროექტები

ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა საქართველოში

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: EUR 94,435

ხანგრძლივობა: 2014-2016 წელი

2014 წლის ივნისდან, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივასა (GDI) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან (TDI) ერთად, ორწლიანი, კოლიაციური პროექტის განახორციელება დაიწყო.

პროექტი „ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ დაფინანსებულია ნიდერლანდების სამეფოს მიერ. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ანალიზს. აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რელიგიის თავისუფლების საკითხს. კოალიცია შეიმუშავებს რეკომენდაციებს შესაბამისი უწყებებისათვის და წამოიწყებს თანასწორობის, სეკულარიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ძირითად პრინციპებზე დაფუძნებულ ადვოკატირების პროცესს.

პროექტის ფარგლებში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოქვეყნებს 2 წლიურ ანგარიშს, საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, შეიქმნება ინტერ-კონფესიური სამუშაო ჯგუფები, სადაც დისკუსიისთვის სივრცე დაეთმობათ სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

2 წლის განმავლობაში, უფასო რელიგიურ დახმარებას მიიღებს ნებისმიერი რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი და მნიშვნელოვანი სისტემური დარღვევების აღმოჩენისას სოციალური სამართლიანობის ცენტრი განახორციელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას.

პარალელურად, რელიგიური ორგანიზაციის წევრი პირების გაძლიერების მიზნით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ჩაატარებს ტრენინგებს საქართველოს მასშტაბით რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტანდარტებსა თუ შესაბამისი უფლებების დასაცავად ადვოკატირების მექანიზმების შესახებ. ინლისურ და ქართულ ენებზე გამოქვეყნდება გაიდლაინი რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ.

ამასთან, საზოგადოებაში რელიგიური უმცირესობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მომზადდება მცირე ვიდეორგოლები ამ ჯგუფების წევრთა უფლებრივი მდგომარეობისა და სამოქალაქო ღირებულებების შესახებ.

პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი 2014 - ივნისი 2016;

პროექტის ბიუჯეტი: 94,435 ევრო.

 

 

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“