[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / პროექტები

კვლევაზე დაფუძვნებული დოკუმენტური ფილმის პროექტი

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: GEL 23,975

ხანგრძლივობა: 2019 წელი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ,  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, რომელიც გულისხმობს კვლევაზე დაფუძვნებული დოკუმენტური ფილმის გამოშვებას. პროექტის ფარგელბში სოციალური სამართლიანობის ცენტრი თანამშრომლობს გერმანიაში მოღვაწე ქართველ რეჟისორთან და ხელოვანთან - გიორგი გაგოშიძესთან და თეკლა ასლანიშვილთან.

კვლევაზე დაფუძნებული დოკუმენტური ფილმის შექმნის მთავარი მიზანია, მეცნიერული მეთოდოლოგიისა და მხატვრული იმპროვიზაციის გამოყენებით, შეისწავლოს, გააანალიზოს და წარმოაჩინოს სამთო-მოპოვებით საქმიანობასასთან დაკავშირებული მწვავე საკითხები, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ გლობალურ დონეზეც აქტუალური დებატების საგანს წარმოადგენს.

დოკუმენტურ ფილმში ხაზგასმული იქნება სამთო-მოპოვებასთან დაკავშირებული სოციო-ეკონომიკური და ეკოლოგიური ასპექტები. მოპოვება, ექსტრაქტივიზმი და გადამუშავება წარმაოდგენს დოკუმენტური ფილმების ცენტრალურ საკითხს, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდება სხვადასხვა კვლევით მიმართულებასა და თემატიკებზე. კერძოდ, დოკუმენტური ფილმის ფოკუსში მოექცევა მოპოვების შედეგად ბუნებრივი ლანდშაფტის ტრანსფორმაციის, მოპოვებით ადგილზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური გარემოს ცვლილების და მომიჯნავე საკითხები.

სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიების გავლენისა და ეფექტების გასაანალიზებად გამოყენებული იქნება რამდენიმე თანამედროვე თეორიული და კონცეპტუალური ჩარჩო, სადაც აქცენტი გაკეთდება კვლევის შემდეგ მიმართულებებზე:

  1. რა ზეგავლენას ახდენს სამთო-მოპოვებითი საქმიანობა ეროვნულ ეკონომიკაზე და რატომ განიხილება მოპოვებითი საქმიანობა როგორც ადგილობრივი თემებისთვის „წყევლა“?
  2. რა ზეგავლენას ახდენს მოპოვებითი საქმიანობა ეკოლოგიასა და ადგილობრივ გარემოზე, და როგორ იცვლება ადგილობრივი თემების და მუშების ყოველდღიური ცხოვრება ლანდშაფტის ცვალებასთან ერთად?
  3. რა ტექნოლოგიები, ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული პრაქტიკები/გზები გამოიყენება წიაღის მოპოვებიდან მის გლობალურ ბაზარზე გაყიდვამდე, და მის საბოლოო პროდუქტად ჩამოყალიბებამდე?

 

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“