[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / პროექტები

საგამოძიებო სისტემის რეფორმის ადვოკატირება

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: USD 17,820

ხანგრძლივობა: 2021 წელი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC),  2021 წლის თებერვლიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა “კანონის უზენაისობის მხარდაჭერა საქართველოში“ (Prolog)-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “ საგამოძიებო სისტემის რეფორმის ადვოკატირება .“

გამოძიების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნის მართლმსაჯულებისთვის.  აღნიშნული რეფორმის მხარდასაჭერად EMC, სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მუდმივად უსვამს ხაზს მის მნიშვნელობას სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების წინაშე და საერთაშორისო ანგარიშებში. რამდენიმე ორგანიზაციამ დაასახელა საგამოძიებო სისტემის რეფორმა, როგორც ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტი (2021-20217). ამ საკითხზე პოლიტიკურ პარტიებთან აქტიური მუშაობით, თითქმის ყველა წამყვანმა პარტიამ რეფორმა შეიტანა საარჩევნო პროგრამაში. რამაც თავად შექმნა პოლიტიკურ დონეზე საკითიის გააქტიურების შესაძლებლობა. 

პროექტი მიზნად ისახავს, ქვეყანაში საგამოძიებო სისტემის რეფორმის ადვოკატირებას ახალარჩეულ პარლამენტთან და ახლადდაკომპლექტებულ მთავრობასთან. პროექტის მიზნებისთვს, EMC შეეცდება, არსებულ კვლევებზე და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაააქტიუროს რეფორმის საკითხი კრიტიკული  ანალიტიკური ბლოგებით, ამ მიმართულებით არსებული პრობლემების ვიზუალური წარმოჩენით. საკითხის აქტუალიზების მიზნით, EMC ითანამშრომლებს მედია პლატფორმა "პუბლიკასთან", რომელიც ხელს შეუწყობს თემის პრობლემურიბის გაჟღერებას და გავრცელებას. საკითხის გააქტიურებასთნ ერთად, EMC დაიწყებს ადვოკატირების აქტიურ პროცესს ახალარჩეული პარლამენტის წევრებთან, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებთან (შსს, პროკურატურა) და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზებით. საწყის ეტაპზე EMC შეეცდება საკითხის ხელახალ გააქტიურებას სამოქალაქო სექტორთან და სახალხო დამცველთან, ადვოკატირების პროცესში მათი მხარდაჭერის მიზნით.

ამ მიზნით, პროექტი განსაზღვრავს შემდეგ ამოცანებს:

  • ხელი შეუწყოს საგამოძიებო სისტემის რეფორმას და დააყენოს იგი პოლიტიკურ დღის წესრიგში;
  • რეფორმის განხორციელების ადვოკატირება პოლიტიკურ ჯგუფებთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან/უწყებებთან და დიპლომატიურ კორპუსთან. საინფორმაციო მასალების მომზადებით და საკანონმდებლო წინადადებების შესახებ დოკუმენტის შემოთავაზებით.

ორგანიზაციის მიერ პროექტის წარმატებით განხორციელებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ორგანიზაციას აქვს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და უშუალოდ, საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე მუშაობის დიდხნიანი გამოცდილება  როგორც კვლევის, ასევე ადვოკატირების დონეზე; EMC-იმ 2018 წელს, უშუალოდ PROLoG-ის მხარდაჭერით გამოაქვეყნა კვლევა საგამოძიებო სისტემის ანალიზზე; ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობდა შსს-სთან, რეფორმის კონცეფციის შემუშავების მიზნით, ამავე წელს უშუალოდ შეხვდა და თავისი მოსაზრებები წარუდგინა ვენეციის კომისიას. ორგანიზაციას ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს გამართული რამდენიმე შეხვედრა უწყებებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, აქვს შექმნილი და გამოქვეყნებული არა ერთი ვიზუალური მასალა. EMC მუდმივად ამახვილებს ყურადღებას რეფორმის აუცილებლობაზე საერთაშორისო ანგარიშებში. ბოლი პერიოდში, ორგანიზაციამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო რეფორმის აუცილებლობაზე საუბარი პოლიტიკურ ჯგუფებთან.

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“