საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: USD 13,860
ხანგრძლივობა: 2013 წელი
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განახორციელა პროექტი “საარჩევნო სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავა:
- შეისწავლა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები და მათი გამოთქმული შენიშვნები. ამასთან მოახდინა ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა;
- სამიზნე ჯგუფებთან კონსულტაციების გზით გამოკვეთა სისტემათა ის ტიპები, რომლებიც საქართველოში ყველაზე აქტიურად განიხილება;
- შეისწავლა არსებული ქართული საარჩევნო სისტემის გამოწვევები და მათზე საპასუხოდ რელევანტური რეკომენდაციები შემუშავა.
პროექტის ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც შედგება ოთხი
თავისაგან:
i. საარჩევნო სისტემების აღწერა
ii. საქართველოს საარჩევნო სისტემა - ხარვეზები და რეკომენდაციები
iii. რელევანტური საარჩევნო სისტემები საქართველოსთვის
iv. რეკომენდაციები
პროექტის ხანგრძლივობა: ივლისი 2013 - ოქტომბერი 2013;
პროექტის ბიუჯეტი:13,860 აშშ დოლარი.
ინსტრუქცია