[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / პროექტები

რელიგიური კონფლიქტების შესწავლა საქართველოში

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: USD 9,158

ხანგრძლივობა: 2013 წელი

2013 წლის 1 მაისიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი მუშაობს G-PAC-ის მიერ დაფინანსებულ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ბოლო პერიოდში სოფელ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების შესწავლას.

პროექტი მიზნად ისახავს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და აღნიშნულ ადგილებზე არსებული რელიგიური კონფლიქტების დარეგულირების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში მომზადდება კონკრეტული რეკომენდაციების პაკეტი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისათვის და მოხდება მათი ადვოკატირება.პროექტის ძირითადი ამოცანებია:

• მოახდინოს აღნიშნული კონფლიქტების შესწავლა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში სახელმწიფოს როლის/მისი მონაწილეობის ანალიზი;

• კონფლიქტის ძირითადი აქტორების მონაწილეობით შეიმუშავოს კონკრეტული რეკომენდაციები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის და უზრუნველყოს მათი შესრულების ადვოკატირება;

• ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას რელიგიური უმცირესობების თემატიკაზე და ამ გზით ეფექტური გახადოს შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირების პროცესი.

პროექტის ხანგრძლივობა: მაისი 2013 - ნოემბერი 2013;

პროექტის ბიუჯეტი: 9,158 აშშ დოლარი.

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“