საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: EUR 13,616.00
ხანგრძლივობა: 2023 წელი
პროექტი ხორციელდება გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე, „ევრაზიის ზიანის შემცირების ასოციაციის” მიერ გამოცხადებული ქვე-გრანტების პროგრამის, „მდგრადი სერვისები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სამიზნე მოსახლეობისთვის“ ფარგლებში, რომლის იმპლემენტაციაც ხდება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ორგანიზაციების კონსორციუმის მიერ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის, „ალიანსი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „100% სიცოცხლე” კოორდინირებით.
ქვე-გრანტის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტის მიზანია საქართველოში ნარკოპოლიტიკის რეფორმისა და ამ მიზნით განსახორციელებელი ადვოკატირების ღონისძიებების მხარდაჭერა. ღონისძიებები მიმართულია სამიზნე მოსახლეობისთვის მომსახურების მიღების პროცესში შექმნილი ბარიერების აღმოფხვრისა და ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების ადვოკატირებისკენ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომით.
ინსტრუქცია