საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: GEL 205,899
ხანგრძლივობა: 2024 წელი
2024 წლის იანვრიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი ფონდ “კვინა ტილ კვინას“ (Kvinna Till Kvinna Foundation) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “კონფლიქტების ტრანსფორმაციის წახალისება განგრძობადი კონფლიქტის კონტექსტის კრიტიკული გადააზრებისა და ფემინისტური პერსპექტივების გაძლიერებით“.
პროექტის ზოგადი მიზანია ხელი შეუწყოს კონფლიქტების ტრანსფორმაციას მიმდინარე პოლიტიკური და დემოკრატიული კრიზისის კრიტიკული გადააზრების ხელშეწყობით, გაჭიანურებული კონფლიქტის კონტექსტით გამოწვეული ადამიანის უფლებებისა და ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების ადვოკატირებით, სამშვიდობო პოლიტიკაში ქალთა ხმის გაძლიერებით, კონფლიქტით დაზარალებული თემების, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების განსაკუთრებული საჭიროებების ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკურ დღის წესრიგში და სამოქმედო გეგმებში ინტეგრაციის გზით.
მიმდინარე კრიზისების მოგვარება მისი სისტემური საფუძვლების სიღრმისეულ გააზრებას მოითხოვს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მხარს უჭერს სისტემურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს პოლიტიკურ, აკადემიურ და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს, ხელს უწყობს კრიტიკული ცოდნის შექმნას და ფემინისტური ცოდნის, პერსპექტივებისა და პრაქტიკის ინტეგრირებას. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ გარემო, რომელშიც ჭარბობს პოლარიზაცია, უნდობლობა და ფრაგმენტაცია, მშვიდობის მშენებლობის სფეროში დამკვიდრებული იმ მეთოდოლოგიების გამოყენებას მოითხოვს, რომელიც მოიცავს ნდობის მშენებლობას და დიალოგს, აზროვნების პროცესებისა და პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების შესწავლაზე ფოკუსირებით, რაც ადგილობრივ გამოცდილებასა და კონტექსტს ეყრდნობა. ამრიგად, პროექტის მიზანია ასევე შიდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონფლიქტებისა და პოლარიზაციის შესუსტების ხელშეწყობა, რომლის დროსაც ინტეგრირებული იქნება მშვიდობის მშენებლობის მეთოდოლოგიები, ცოდნა და სტრატეგიები, ფემინისტურ მეთოდოლოგიებთან ერთად.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის საქმიანობა ამ პროექტის ფარგლებში ორი ძირითადი ამოცანის ქვეშ არის ორგანიზებული:
აღნიშნული მიზნით სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მოიაზრებს კრიტიკული ცოდნის შექმნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფემინისტური მშვიდობა და კონფლიქტები, ფემინისტური სამართლიანობა და დემოკრატია; კვლევის განხორციელებას გადაადგილების თავისუფლების საკითხზე გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებით. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ თემებზე ასევე დაგეგმილია მნიშვნელოვანი აკადემიური ტექსტების თარგმნა და შეხვედრების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური სივრცის შექმნას აქტივისტებს, პოლიტიკოსებსა და აკადემიის წარმომადგენლებს შორის დიალოგისთვის.
ინსტრუქცია