[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / პროექტები

ქალი პოლიტიკოსების მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: EUR 30,316

ხანგრძლივობა: 2014 წელი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ევროსაბჭოს მხარდაჭერით, ახორციელებს ხუთთვიან პროექტს "ქალი პოლიტიკოსების მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე."

პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარდგენილი 50 ქალი კანდიდატისთვის ჩატარდება ორი ტრენინგი საკითხებზე: დგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა; საარჩევნო კამპანია და აგიტაცია; ადამიანთა უფლებები და ანტიდისკრიმინაციული სტანდარტები; საარჩევნო კამპანია და სოციალური მედია; ქალთა მოძრაობები, ფემინიზმი, გენდერული უთანასწორობის პრობლემები; და  ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა.
 
მომდევნო ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, შეიქმნება და საქართველოს მასშტაბით, 500 ეგზემპლარად გავრცელდება სახელმძღვანელო ქალი კანდიდატებისათვის. აღნიშნული სახელმძღვანელო მათი პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისკენ იქნება მიმართული და გააძლიერებს ქალ კანდიდატებს, რომლებიც კენჭს იყრიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
 
არჩეულ თანამდებობის პირებთან გაგრძელდება სამუშაო შეხვედრები. არჩევნების შემდეგ, პროექტის მონაწილეთა ჩართულობით, დაიგეგმება საჯარო შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში. შეხვედრების მიზანი იქნება ადგილობრივი საჭიროებების განსაზღვრაში ქალთა მხარდაჭერა და მათი გაძლიერება.
 
დაიბეჭდება და 500 ეგზემპლარად გავრცელდება აღნიშნული პროექტის მეორე სახელმძღვანელოც. წიგნი ხელს შეუწყობს პოტენციურ ქალ კანდიდატებს და არსებულ თანამბდებობის პირებს საკუთარი მანდატების ეფექტურად გამოყენებაში და დაეხმარება მათ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდაში ადგილობრივ დონეზე.
 
პროექტის მსვლელობის დროს შეიქმნება 45-წუთიანი დოკუმენტური ვიდეო-მასალა ქალი პოლიტიკოსების პირადი გამოცდილების, მოტივაციებისა და ინტერესების შესახებ. მალასა გავრცელდება ინტერნეტის საშუალებით და გამიზნული იქნება საზოგადოებაში ქალთა მოტივირებისა და წახალისებისაკენ ჩაერთონ პოლიტიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.

პროექტის ხანგრძლივობა: მაისი 2014 - ოქტომბერი 2014;

პროექტის ბიუჯეტი: 30,316 ევრო.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“