საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: EUR 50,000
ხანგრძლივობა: 2018 წელი
2018 წლის თებერვლიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი, The European Partnership for Democracy (EPD)-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „INSPIRED + Georgia“, რომელიც მიზნად ისახავს შრომითი მედიაციის მექანიზმთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზებას, მრავალშრიანი კვლევის გზით მისი ეფექტური ფუნქციონირების შეფასებას და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო დონეზე ადვოკატირების გამოყენებით შრომითი მედიაციის მექანიზმის ირგვლივ შესაბამისი ცვლილებების ინიცირებას.
პროექტი განხორციელდება სამ ფაზად, რომლის განმავლობაშიც დაგეგმილია ინტენსიური შეხვედრები და დიალოგი შრომის თემაზე მომუშავე თუ შრომის პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის სამმხრივი დიალოგის მხარეებთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, საპარლამენტო პარტიებთან და შრომის პოლიტიკის განსაზღვრაზე პირდაპირი თუ ირიბი ზეგავლენის მქონე ყველა სხვა სამოქალაქო ჯგუფთან. შეხვედრების და დიალოგის საბოლოო მიზანი იქნება კონსენსუსზე დაფუძვნებული საერთო სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც მიზნად დაისახავს შრომის მედიაციის მექანიზმის ფუნქციონირების გაუმჯობესებასთან და ეფექტურობის გაზრდასთან დაკავშირებული სამომავლო მოქმედებების თუ ნაბიჯების განსაზღვრას, შრომითი მედიაციის მნიშვნელობის აქტუალიზებას და შესაბამისი ცვლილებებისათვის მხარეებს შორის კონსესუსის მიღწევას.
იმისთვის, რათა მოხდეს შრომის მედიაციის მექანიზმთან დაკავშირებული გამოწვევების, ხარვეზების თუ პრობლემური ასპექტების გამოვლენა და ამ გზით მედიაცის ეფექტანობის გაზრდაზე სხვადასხვა მხარეებს შორის სამუშაო დალოგების ორგანიზება, პროექტის განმავლობაში ორგანიზაცია მოამზადებს ისეთ კვლევით-ანალიტიკურ დოკუმენტებს, როგორიცაა შრომითი მედიაციის საკანონმდებლო ჩარჩოს შეფასება, საერთაშორისო გამოცდილების და მოდელების კვლევა, შრომითი მედიაციით მოსარგებლე მხარეების გამოცდილებისა და განწყობების სოციოლოგიური კვლევა. ასევე პროექტის განმავლობაში მომზადდება პოლიტიკის დოკუმენტები, მულტიმედია პროდუქტები თუ ვიდეო პროდუქტები, რომელთა მიზანი შრომითი მედიაციის საკითხის აქტუალიზება, მისი პოლიტიკურ დღის წესრიგში შეტანა და დიალოგის რეჟიმის წახალისება იქნება. შრომითი მედიაციის შესახებ პოლიტიკური დისკუსიის ხელშეწყობის მიზნით კი დაიგეგმება საერთაშორისო კონფერენცია და შეხვედრები მაღალი პოლიტიკური რანგის და საერთაშორისო დონის ექსპერტების მონაწილეობით.
პროექტის დასკვნით ფაზაზე მოხდება გაწეული სამუშაოების და ინიცირებული ცვლილებების აღსრულების მონიტორინგი, რათა პროექტის განმავლობაში მიღწეული შეთანხმებები და კონსესუსი შრომითი მედიაციის მექანიზმის გადახედვასთან და გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გახდეს მოქმედი პოლიტიკის ნაწილი.
პროექტის ხანგრძლივობა: თებერვალი 2018 - დეკემბერი 2018
პროექტის ბიუჯეტი: 50,000 ევრო
ინსტრუქცია