საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: GEL 33,520
ხანგრძლივობა: 2014 წელი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ)-ის ფინანსური მხარდაჭერით, 1-ლი ივნისიდან, ახალ პროექტს – „ინკლუზიური და კონსენსუსზე ორიენტირებული კონსტიტუციური რეფორმის პროცესის ხელშეწყობა საქართველოში“ – ახორციელებს.
პროექტის მიზანია კონსენსუსზე ორიენტირებული კონსტიტუციური რეფორმის პროცესის ხელშეწყობა, რაც შემდეგი ორი ამოცანის განხორციელებას გულისხმობს:
ვინაიდან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ჩართული ინტერესთა ჯგუფები ვერ მოიცავს ყველა მნიშვნელოვან სპეციალისტსა თუ დაინტერესებულ პირს, პროექტის გუნდს მიაჩნია, რომ მხოლოდ ღია სხდომები ან სხდომის ოქმების გამოქვეყნება არ არის საკმარისი კონტიტუციური რეფორმის გამჭვირვალობისთვის.
ამ პრობლემების გადასაჭრელად პროექტის გუნდი განახორციელებს რამდენიმე სახის აქტივობებს:
1.1 კონსტიტუციური რეფორმის საკითხებზე სოციალური ქსელით ინფორმირება და დისკუსიის წახალისება
პროექტის გუნდი სოციალურ ქსელ Facebook-ში დაარეგისტრირებს Page-ს ,,2012-2014 წლების კონტიტუციური რეფორმა’’. რეფორმის გვერდს ექნება ორი ფუნქცია ერთი - საზოგადოების ინფორმირება იმ პროცესების შესახებ, რომელიც საკონტიტუციო რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს და მეორე - დაინტერესებული პირებისთვის საკუთარი აზრის დაფიქსირების ფორუმის უზურნველყოფა.
1.2 საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა
პროექტის გუნდის წარმომადგენელი დაესწრება კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების ყველა შეხვედრას. გაკეთდება ყველა სხდომის აუდიო და სტენოგრაფიული ჩანაწერი, რის საფუძველზეც მომზადდება მცირე, 1-2 გვერდიანი ანალიტიკური ნაშრომები, სხდომის მოკლე აღწერას სადაც იქნება ინფორმაცია სხდომაზე განხილული საკითხებისა და ძირითადი პოზიციების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი რომელსაც გამოაქვეყნებს EMC-ს ვებ გვერდის მეშვეობით და დაშეარდება ფბ გერდზე, ასევე დაეგზავნება ყველა მედია საშუალებას.
1.3 ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე
საქართველოს მედია სივრცეში არსებობს ჟურნალისტების სპეციალიზაციის პრობლემა. შეზღუდული ადამიანური რესურსების გამო მედია საშუალებებს არ შეუძლიათ იყოლიონ მხოლოდ ერთ საკითხზე ფოკუსირებული ჟურნალისტი. ეს საკითხი დგას კონსტიტუციური რეფორმის გაშუქების დროსაც. ამის საპირისპიროდ მნიშნველოვანია მედიამ პროფესიონალურად გააშუქოს აღნიშნული საკითხი რადგან საზოგადოებას შეექმნას ადეკვატური წარმოდგენა მიმდინარე პროცესებზე. ამ თვალსაზრისით მნიშნველოვანია მოხდეს ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება კონსტიტუციური სამართლის საბაზისო საკითხებზე.
პროექტის ფარგლებში ტრეინინგი ჩაუტარდება 20 ჟურნალისტს.
პროექტი ასევე ითვალისწინებს საკონსტიტუციო კომისიის ინტელექტუალურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს:
2.1 სპეციალისტთა შეხედულებების მომზადება – პროექტის გუნდი გამოაქვეყნებს სპეციალისტთა შეხედულებებს ამა თუ იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც დგას საკონსტიტუციო კომისიაშია, ან სასურველია, რომ იდგეს.
2.2 საკონსტიტუციო კომისიის არაწევრი იურისტების კონსტიტუციური რეფორმის პროცესში მონაწილეობის მხარდაჭერა – პროექტის გუნდი მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ სპეციალისტთა ჯგუფს, რომელიც ჩართულია კონსტიტუციურ რეფორმაში. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში მომუშავე კონსტიტუციური სამართლის ახალგაზრდა სპეციალისტები.
პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი 2014 - დეკემბერი 2014;
პროექტის ბიუჯეტი: 33,520 ლარი.
ინსტრუქცია