საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: GEL 53,815
ხანგრძლივობა: 2015 წელი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი იწყებს ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობისა და გარემოსდაცვითი პრინციპების მხარდაჭერას, ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერებისა და საზოგადოებაში აღნიშნული პრობლემატიკის მიმართ ცნობიერების ამაღლების გზით.
სახელმწიფოს მიდგომებს დასაქმებულთა შრომით უფლებებთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ნათლად აჩვენებს საკანონმდებლო ჩარჩოს ხარვეზები, რატიფიკაციის მიღმა დარჩენილი არაერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი და ამ უფლებების რეალიზების არსებული პრაქტიკა, განსაკუთრებით კი, ინდუსტრიულ ზონებში შექმნილი რთული ეკოლოგიური მდგომარეობა და დასაქმებულთა მძიმე თუ სახიფათო სამუშაო პირობები.
უკანასკნელი პერიოდის გაფიცვებმა და სხვა მიმდინარე პროცესებმა, უფლებათა დაცვის ბრძოლისათვის არსებული შანსების არსებობის გარდა, ნათლად გამოავლინა დასაქმებულების, სტუდენტურ/ინტერესთა ჯგუფების და იმ ადამიანების შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობა, რომელთაც უშუალოდ მიემართებათ სახელმწიფოს პოლიტიკა.
ამისათვის, პროექტი უზრუნველყოფს დასაქმებულთათვის და ინტერესთა ჯგუფებისათვის შრომისა და გარემოს დაცვის სფეროში რელევანტური ცოდნის, ინფორმაციის მიწოდებასა და ამ პირების აღჭურვას სათანადო უნარებით, რაც ხელს შეუწყობს თავად მსხვერპლთა გააქტიურებას/ჩართულობას უფლებათა დაცვით პროცესებში. გარდა ამისა, პროექტით გაწეული საქმიანობები, მუშათა აქტივობების მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის, მიზნად ისახავს სტუდენტური ჯგუფების გაძლიერებას, რაც გააჩენს შესაძლებლობას, საზოგადოებრივმა ჯგუფებმა მოახერხონ ადგილებზე არსებული შრომითი და ეკოლოგიური პრობლემატიკის ავთენტურად გამოვლენა, საჯარო სივრცეებში შეტანა და ადვოკატირება.
პროექტი ხორციელდება სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადმინისტრირებით, „მწვანე ალტერნატივასთან” თანამშრომლობით, „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ დაფინანსებით.
პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი 2015 - ნოემბერი 2015;
პროექტის ბიუჯეტი: 53,815 ლარი.
ინსტრუქცია