საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: USD 26,410
ხანგრძლივობა: 2013-2015 წელი
2013 წლის 1 ივნისიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს პროექტს „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UN CRPD) იმპლემენტაციის ხელშეწყობა საქართველოში,“ რომელიც ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს დაფინანსებითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.
პროექტის მიზანია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით UN CRPD -ის ადეკვატური იმპლემენტაციის ხელშეწყობა. ამ მიზნით სოციალური სამართლიანობის ცენტრი სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ორგანიზაციების (PDOs), მედიისა და სხვა აქტორების აქტიური ჩართულობით კონვენციის ეფექტური იმპელემენტაციისთვის საჭირო რეკომენდაციებს მოამზადებს.
პროექტის ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეისწავლის ევროკავშირის ქვეყნებში UN CRPD-ის იმპლემენტაციის პრაქტიკებს და სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე ადგილობრივ დონეზე შესაბამის აქტორებთან პროექტის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებისა და ვორქშოფების, არსებული მონიტორინგის ანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ კონვენციის ეფექტური იმპელემტაციის სტრატეგიასა და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს. შემუშავებული რეკომენაციები საბოლოოდ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებას წარედგინება. აღნიშნული დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
CRPD-ის რატიფიცირების შემდეგ მოსალოდნელი ცვლილებების თაობაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათი ოჯახის წევრების, მედიის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შესაბამისი ატივობები, რომელიც ვორქშოფებისა და Teach-in-ების ფორმით გაიმართება.
პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი 2013 - ივლისი 2014;
პროექტის ბიუჯეტი: 26,410 აშშ დოლარი.
ინსტრუქცია