საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: GEL 27,000
ხანგრძლივობა: 2019-2020 წელი
2019 წლის სექტემბრიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებს ახალ პროექტს “ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის წახალისება ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ეფექტიანი დემოკრატიული მონაწილეობის მექანიზმების დანერგვის ადვოკატირების გზით“. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის წახალისება, ადგილობრივი აქტივისტების/სოციალური ცვლილებების აქტორების გაძლიერება და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე დემოკრატიული მონაწილეობის მექანიზმების დანერგვა სისტემური და მონაწილეობით ადვოკატირების გზით.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ორი მთავარი ამოცანის ქვეშ კონცენტრირდება:
პროექტი ხორციელდება სათემო რადიო „მარნეულთან“ და საინიციატივო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ აქტივისტებსა და სოფლების - ხულდარა, კასუმლო, აღმამედლო და ქვემო სარალის სათემო ცენტრებს. საინიციატივო ჯგუფთან ერთად სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმვას ადგილობრივი, პოლიტიკურად ნეიტრალური და მაღალი სოციალური ნდობის მქონე აქტივისტების გაძლიერებას, მათთან ერთად პოლიტიკური მონაწილეობის გამოცდილებების შექმნას და შესაბამისი დემოკრატიული ინსტრუმენტების შემუშავებას. პროექტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებები აგრეთვე იქნება მიმართული ადგილობრივი სათემო ცენტრების გასაძლიერებლად.
ინსტრუქცია