[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / პროექტები

დემოკრატიული, ინკლუზიური და ფემინისტური მედეგობის მშენებლობა საქართველოში

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: GEL 288,420

ხანგრძლივობა: 2024 წელი

2024 წლის იანვრიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი „შვედური ასოციაცია სექსუალური განათლებისთვის“ (RFSU) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს დემოკრატიული, ინკლუზიური და ფემინისტური მედეგობის მშენებლობა საქართველოში“.

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების აქტორების, მათ შორის აქტივისტების, ქალთა და ფემინისტური ჯგუფებისა და ორგანიზაციების, არადომინანტური რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების გაძლიერებას მზარდი ულტრამემარჯვენე პოპულიზმის, პოლიტიკური ჰომოფობიისა და ავტორიტარიზმის კონტექსტში. ასევე, პროექტის მიზანია ფართო საზოგადოების, პროფესიული ჯგუფებისა თუ დაინტერესებული მხარეების მგრძნობელობის გაზრდა ქალებისა და ლგბტქ+ საკითხებსა და გამოწვევებზე.   

აღნიშნული მიზნებისთვის, პროექტი მოიაზრებს ადგილობრივი თუ რეგიონული კონტექსტებიდან მკვლევრების, აქტივისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით, ფართო ცოდნის შექმნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკა, კონსერვატიული პოპულიზმი და ავტორიტარიზმი.  ამ მიზნით შექმნილი სტატიები/ბლოგები რეგიონში მიმდინარე პროცესებისა და დინამიკის უკეთ გააზრებას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აღნიშნულ თემებზე ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე აკადემიური ტექსტების თარგმნა და საჯარო დისკუსიების, დიალოგის შეხვედრების ორგანიზება.  აღნიშნული აქტივობების მიზანია შექმნას ჰორიზონტალური, ნდობაზე დაფუძნებული დიალოგის პლატროფრმა, რომელიც გააერთიანებს   სამოქალაქო  საზოგადოების, აკადემიისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს და წაახალისებს მსჯელობას დემოკრატიის,  განვითარებისა და ფემინისტური სამართლიანობის საკითხებზე. 

პროექტი ასევე მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული, არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელი ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების (SRHR) ხელშეწყობას სამართლებრივი, სოციალური და ადვოკატირების მხარდაჭერით გზით. აღნიშნული მიზნით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების (SRHR), მათ შორის   ადრეული ქორწინების საკითხებზე. გარდა ამისა, აღნიშნული   მიზნით შექმნილი სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო  მასალა ხელს შეუწყობს ქალების იმ რეალური საჭიროებებისა და ინტერესების გაჟღერებას, რაც ხშირად უგულებელყოფილია მეინსტრიმულ მედიაში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“