[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / პროექტები

დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტების ადვოკატირება ქართულ სასამართლო სისტემაში

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: GEL 39,410

ხანგრძლივობა: 2013-2014 წელი

2013 წლის 2 დეკემბრიდან, სოციალური სამართლიანობის ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო) ახორციელებს პროექტს “დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტების ადვოკატირება ქართულ სასამართლო სისტემაში”, როემლიც მიმდინარეობს კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის სასამართლო ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მიერ სამოქალაქო ინიციატივა - დამოუკიდებელი სასამართლოსთვის პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.

პროექტი მიზნად ისახავს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მოსამართლის დამოუკიდებლობისა და ანგარიშ-ვალდებულების სისტემის დამკვიდრების ხელშეწყობას. კერძოდ, პროექტის მიზანია სამართლიანი, ობიექტური და განჭვრეტადი დისციპლინური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სისტემის შექმნა, რომელიც შესაბამისობაში იქნება და უზრუნველყოფს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობასა და სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას ჩაურევლობას. დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის დაბალანსებული და ჯანსაღი სისტემის შექმნა სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და სტანდარტების გაანალიზება, ადგილობრივი სამართლებრივი სივრცისა და პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების მომზადება შესაბამისი ინსტიტუციებისთვის.

პროექტს EMC პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მომდევნო რვა თვის განმავლობაში განახორციელებს.

პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი 2013 - ივლისი 2014;

პროექტის ბიუჯეტი: 39,410 ლარი.

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“