საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: GEL 160,656
ხანგრძლივობა: 2021 წელი
2021 წლის თებერვლიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), გაეროს ქალა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს სახელწოდებით:”ბარიერების მოხსნა, რომელიც ხელს უშლის ქალთა თანაბარ მონაწილეობას შრომის ბაზარზე. ”
პროექტი შეეხება ქვეყნის მასშტაბით შრომის ბაზრის ტენდენციებს, რომლებიც ეხება ქალთა უმუშევრობას და მათ არაპროპორციულ კონცენტრაციას არაფორმალურ სექტორში. კერძოდ, პროექტი შეისწავლის ფაქტორებს, რომლებმაც აღნიშნულ რეალობამდე მიგვიყვანეს, - განვიხილავთ განათლებიდან დასაქმებამდე არსებულ გარდამავალ ეტაპზე არსებულ ბარიერებს; შრომით ბაზარს სადაც მაღალია მოთხოვნა დაბალი კვალიფიკაციისა და ფიზიკური შრომის მუშაკებზე; აგრეთვე შევეხებით დაბალი ხელფასების თემას, რაც ჩვენ ქვეყანაში ქალთათვის შეუძლებელს ხდის ბავშვზე ზრუნვას. პრობლემის შესწავლის შემდეგ, პროექტი მოამზადებს პოლიტიკის დოკუმენტს რეკომენდაციებით, რაც ხელს დაეხმარება ქალთა შრომის გაუმჯობესება რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.
ტყიბული - ქვანახშირის მომპოვებელი ქალაქი ზემო იმერეთში - გახლავთ პროექტის ძირითადი საკვლევი რეგიონი. პროექტი შეისწავლის ტყიბულში შრომის ბაზარზე ქალთა ჩართულობის საკითხებს, აგრეთვე გენდერის ზეგავლენას ეროვნულ ეკონომიკასა და შრომით პოლიტიკაზე. ტყიბულის სოციო-ეკონომიკური გარემოებები და შრომითი ბაზრის ღრმად უთანასწორო სტრუქტურა, ერთის მხრივ, ქვეყნის მასშტაბით არსებული უთანასწორობის ნათელი მაგალითია, თუმცა აგრეთვე, წარმოადგენს განსაკუთრებულ შემთხვევას თავისი კერძო მახასიათებლებით. რეგიონის მუდმივი დამოკიდებულება ექსტრაქციულ ინდუსტრიაზე, რომელიც ვერ წარმოქმნის უსაფრთხო, კარგად ანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ქმნის მუდმივ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ კრიზისულ მდგომარეობას ადგილობრივი სავალალო შედეგების მომტანია ადგილობრივი ქალებისთვის.
პროექტის საწყის ეტაპზე შემუშავებული კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, რაც მოიცავს შრომის ეროვნულ დოკუმენტსა და ტყიბულის შრომის ბაზრის კვლევას, პროექტის გუნდი შეუდგება ცნობიერების ამაღლების მრავალმხრივ პროცესს, რომლის მიზანი იქნება სტრუქტურული და ინსტიტუციური ბარიერების მოხსნა და აღმოფხვრას გენდერული უთანასწორობა საქართველოს შრომის ბაზარზე. პროექტი მოიცავს როგორც მულტიმედეა პროდუქტების კოორდინირებულ წარმოებას და გავრცელებას, აგრეთვე შესაბამის პოლიტიკოსებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის მიზანმიმართულ ადვოკატირებას შეხვედრების, საზოგადოებრივი დისკუსიებისა და დასკვნითი პრეზენტაციის გზით. პროექტი აგრეთვე შეეცდება გამოიკვეთოს და დაეხმაროს მოცემულ საკითხზე პოლიტიკის შემუშავების პროცესს. აღნიშნულმა ძალისხმევებმა შესაძლოა შეამციროს და საბოლოოდ აღმოფხვრას გენდერული უთანასწორობა საქართველოს შრომის ბაზარზე.
ამრიგად, დაკვირვების საფუძველზე, პროექტის ძირითადი მიზანია ქალთა დისკრიმინაციის აღმოჩენა და შემცირება ადგილობრივ (ტყიბული) და ცენტრალურ დონეზე, კვლევის, ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების გატარების მეშვეობით. დასახული მიზნის მისაღწევად პროექტი განსაზღვრავს შემდეგ მიზნებს:
ინსტრუქცია