საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო.
2018 წლის 11 იანვარს, EMC-იმ განცხადებით მიმართა ინსპექტორს და მოითხოვა ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით შემდეგი გარემოებების კანონიერების შესწავლა:
2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, ინსპექტორმა ორივე საკითხთან დაკავშირებით შსს სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.
პირადი მობილურის გამოყენება
პირადი მობილურის გამოყენებით კომუნიკაციის აღბეჭდვასთან დაკავშირებით, ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ზვიად რატიანი შეჩერებული იყო სპეციალური საპოლიციო კონტროლის (ე.წ. რეიდის) ფარგლებში. ამდენად, შსს-ს ვიდეოგადაღების პროცესი “პოლიციის შესახებ” კანონით დადგენილი წესების შესაბამისად უნდა ეწარმოებინა.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “მობილური ტელეფონი (მათ შორის თანამშრომლის მფლობელობაში არსებული) არ შეესაბამება “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ ტექნიკურ საშუალებებს, რომლებითაც ნებადართულია ვიდეოგადაღება, მათ შორის სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს.” გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ საშუალებებს, რომელთა გამოყენებითაც უნდა განხორციელდეს ვიდეოგადაღება. ამ საშუალებების ჩამონათვალში კი მობილური ტელეფონი არ შედის.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ინსპექტორის გადაწყვეტილება დამატებით მიუთითებს, რომ მობილური ტელეფონით ვიდეოგადაღებისა და შემდგომში მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგულაცია შემუშავებული არ არის.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მასალის გაზიარება
ინსპექტორის განმარტებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეძლევა სასამართლო პროცესის ვიდეოჩაწერის უფლებამოსილება, რაც ავტომატურად არ გულისხმობს მხარეების მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი მასალების მიღების უფლებას. ამდენად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა პროცესზე მტკიცებულების სახით წარდგენილი მასალების საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემის გზით დამუშავების უფლებამოსილება.
გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ “ზვიად რატიანის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება სახის დაფარვითა თუ მის გარეშე ვერ იქნება მიჩნეული საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად, ვინაიდან აღნიშნული მიზანი მიიღწეოდა ამ მოცულობით მონაცემთა დამუშავების (ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება) გარეშე, საზოგადოების ინფორმირების გზით.”
ამდენად, ინსპექტორმა დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა მონაცემების დამუშავებას კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე და მონაცემთა დამუშავებისთვის დადგენილი პრინციპების დარღვევით.
გენერალური ინსპექციის რეაგირება
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ პირადი მობილურით გადაღების წარმოების საკითხზე EMC-ის ასევე მიმართული ჰქონდა შსს-ს გენერალური ინსპექციისთვის. გენერალურმა ინსპექციამ იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე მსჯელობის გარეშე, რასაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დააფუძნა თავისი გადაწყვეტილება, დაასკვნა, რომ პოლიციელთა მხრიდან დისციპლინურ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.
უფრო მეტიც, გენერალურმა ინსპექციამ მიგვითითა, რომ “პოლიციელის მიერ პირადი ტელეფონით ან სხვა საშუალებით კონკრეტული ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტოგადაღება არ იკრძალება საკანონმდებლო ბაზის მიხედვით.” ნათელია, რომ გენერალური ინსპექციის მსჯელობა მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას და წინააღმდეგობაშია კანონიერების პრინციპთან.
გენერალურმა ინსპექციამ ამავე შეტყობინებაში დაადასტურა, რომ 2017 წლის დეკემბერში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სპეციალურ საპოლიციო კონტროლში (რეიდი), მონაწილეობდა პოლიციის არაერთი ისეთი დეპარტამენტი, რომელთაც ვიდეო გადამღები ტექნიკა საერთოდ არ გააჩნიათ. გაუგებარია, გენერალური ინსპექცია რატომ ვერ ხედავს ამ ნაწილში კანონთან წინააღმდეგობას, მაშინ როცა “პოლიციის შესახებ” კანონი, ისევე როგორც რეიდის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება პირდაპირ ავალდებულებდა რეიდში მონაწილე ყველა პოლიციელს ვიდეოგადაღება ეწარმოებინათ ფორმაზე დამაგრებული ვიდეო ტექნიკით.
იმის გათვალისწინებით, რომ ზვიად რატიანის საქმე არ არის გამონაკლისი, როდესაც პოლიცია მოქალაქეებთან კომუნიკაციას პირადი მობილურით აღბეჭდავს, მნიშვნელოვანია, რომ ინსპექტორის ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი რეაგირება მოყვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. მიგვაჩნია, რომ:
ინსტრუქცია