"ბათუმი იქცა ფულის კეთების ობიექტად და უბედურება ისაა, რომ ძირითადად, ეს ხდება ქალაქის ისტორიის, კულტურის განადგურების ხარჯზე", - შოთა გუჯაბიძის სათქმელი.
როგორ და რაში გამოიხატება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი რეგიონებში? და როგორ ჩანს ეს კრიზისები სხვადასხვა რეგიონის მაგალითზე? რა არის ამის გეოპოლიტიკური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური მიზეზები?
ჩვენი ვიდეო სერიის, "სათქმელის" საშუალებით, გვსურს, მოვუსმინოთ ადამიანებს რეგიონებიდან.