[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / ვიდეო / ანალიტიკა

ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკა

ვიდეო ასახავს სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პრაქტიკას. სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის მატერიალური მხარდაჭერა მასშტაბურია და ბიუჯეტიდან დოტაციის წესით მიღებული პირდაპირი დაფინანსების გარდა, სარეზერვო ფონდებიდან და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან თანხების მიღებასა და საკმაოდ დიდი ოდენობის უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემას მოიცავს.

ეკლესიის დაფინანსება კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით ხორციელდება და ზიანის ანაზღაურების ნაცვლად, ეკლესია რეალურად სახელმწიფოსგან პირდაპირ დაფინანსებას იღებს. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოყოფილი მატერიალური სიკეთის ძირითადი ნაწილი რელიგიური საქმიანობის განხორციელებას ხმარდება და წინააღმდეგობაში მოდის სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპთან.

დაფინანსების პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფო, როგორც წესი, არ ამოწმებს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უძრავ-მოძრავი ქონების, თუ ფინანსური სახსრების გადაცემის საჭიროებას და შემდგომში ამ სახსრების გამოყენების მიზნობრიობას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“