საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„1969 წლის სტოუნვოლის ამბოხი, რომლის უმთავრეს იდეად „სრული სექსუალური გათავისუფლება“ იქცა, ომის საწინააღმდეგო და შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლი მასშტაბური სოციალური მოძრაობებით იყო შთაგონებული. მას შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო ორ ათწლეულში, უკეთესობისკენ ბევრი რამ შეიცვალა, როგორც საზოგადოებრივი დამოკიდებულებების, ისე – კანონებით კუთხით; თუმცა, გაზრდილი ხილვადობისა და შემართების მიუხედავად, ლგბტ ადამიანებს კვლავ მუდმივი საფრთხე ემუქრებათ.დარჩა ადგილი იმ „ახალი ფორმებისა და ურთიერთობების“ შესახებ სასაუბროდ, რომლებიც, სტოუნვოლის მეამბოხეთა მოთხოვნით,სოლიდარობაზე, თანამშრომლობაზე, სიყვარულსა და შეუზღუდავ სექსუალობაზე უნდა დაფუძნებულიყო? ვფიქრობ, სოციალიზმს ამ საკითხებზე საინტერესო პასუხები აქვს.უკვე დიდი ხანია, რაც ოფიციალური ლგბტ პოლიტიკა თანასწორობისა და სამართლებრივი ცვლილებების ჩარჩოებშია მოქცეული. ცხადია, ეს მნიშვნელოვანი მიღწევებია, თუმცა ჩაგვრისა და დისკრიმინაციისგან დაუცველობა კვლავ პრობლემაა; ამას ემატება გეი იდენტობის და სივრცის ძლიერი კომერციალიზაცია, რომლის მაგალითია ლონდონის პრაიდი – სტოუნვოლის ამბოხების უკვდავსაყოფად ორგანიზებული, ერთ დროს რადიკალური დემონსტრაცია, რომელსაც დღეს კორპორაციები აფინანსებენ და წინ ლგბტ ადამიანების სისტემურ ჩაგვრაში დაცდილი ბრიტანული პოლიცია მიუძღვება.სწორედ ამაშია გამოწვევა: მიუხედავად მიღწევებისა, ლგბტ ჩაგვრა კაპიტალისტური საზოგადოების საფუძვლებშია ჩაბუდებული. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ექსპლუატაციასა და კონკურენციაზე აგებულ გარემოში გახდა შესაძლებელი ყველაზე ინტიმური – ჩვენი პირადი ურთიერთობების მოგების პრინციპისთვის დაქვემდებარება და ოჯახის ინსტიტუტის იმ თარგზე გამოჭრა, რომლის ფონზეც როგორც მმართველი კლასის, ისე იაფი სამუშაო ძალის კვლავწარმოებას არაფერი ემუქრება. ჩვენი – ლგბტ ადამიანების – სექსუალობისა და გენდერული იდენტობის თავისუფლება პირდაპირ უთხრის ძირს ოჯახის იმ მოდელს, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკოსებს, დიდ ბიზნესსა და მედიას შეუძლიათ ხოტბა ასხან ოჯახურ ფასეულობებს და, ამავდროულად, ოდნავაც არ იზრუნონ ბავშვის აღზრდასთან თუ მოხუცებულთა და სნეულთა მოვლასთან დაკავშირებულ მძიმე, უფასო საშინაო შრომაზე.ამიტომ, თუ მართლაც ძირეული გარდაქმნა და ჭეშმარიტი გათავისუფლება გვსურს, ჩვენი ძალისხმევა უფრო ფართო ბრძოლის ნაწილი უნდა იყოს. 1960-იანი და 70-იანი წლების გამოცდილება სწორედ ასეთია – სექსუალური თავისუფლებისთვის ბრძოლები უშუალოდ ებმოდა ფართო სოციალურ ამბოხს; მშრომელებისა და სოციალისტების ძალისხმევას ცენტრალური ადგილი უკავია ამ საქმეში... დროა განვაახლოთ ჩვენი რადიკალური ბრძოლა სექსუალური გათავისუფლებისთვის, რათა შევძლოთ ვიყოთ ის, ვინც ვართ და გვიყვარდეს ერთმანეთი – შიშის, სახელმწიფო ინსტიტუტებისგან მომდინარე ჩაგვრის თუ კომერციული ექსპლუატაციის გარეშე".
ინსტრუქცია