საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კულტურის ექსპერტები საუბრობენ "თანდოიანცის" ისტორიული სომხური ეკლესიის საქმის, ქალაქის ავთენტურობის და კოლექტიური მეხსიერების წაშლის პოლიტიკის შესახებ.
2017 წელს, აღმაშენებლის გამზირის N38-ში მდებარე "თანდოიანცის" ისტორიული სომხური ეკლესია სახელმწიფომ საქართველოს საპატრიარქოს გადასცა სომეხთა
სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის
მონაწილეობის გარეშე. ძეგლის გადაცემამდე, მისი ისტორიული და კონფესიური
კუთვნილება წინასწარ არ შესწავლილა. ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არასდროს
ყოფილა სადავო ნაგებობა და ოფიციალურ დოკუმენტებშიც სახელმწიფოს მიერ, სომხურ
ეკლესიად მოიხსენიებოდა. ისტორიული სომხური ეკლესიის საქართველოს
საპატრიარქოსთვის გადაცემის საფუძველი გახდა საპატრიარქოს ზოგადი ხასიათის
მითითება, აღნიშნულ ადგილას ჯვრის გამოჩინების ქართული ეკლესიის ნანგრევების
არსებობაზე.
თანდოიანცის ეკლესიაზე ჩატარებული ისტორიული და სახელოვნებათმცოდნეო კვლევა
აჩვენებს, რომ არც ერთი ისტორიული წყარო აღნიშნულ ტერიტორიაზე ქართული
მართლმადიდებლური ეკლესიის არსებობას არ ადასტურებს. საპატრიარქოს მიერ
მითითებული ჯვრის გამოჩინების ეკლესია კი თბილისში სხვა ტერიტორიაზე მდებარეობს.
საქართველოს საპატრიარქო ისტორიული ეკლესიის ადგილას ქართული
მართლმადიდებლური სამნავიანი ბაზილიკის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ძეგლის
ავთენტურობის, კულტურული და ისტორიული ღირებულებისა და კონფესიური
კუთვნილების კვალის წაშლას გულისხმობს. მიმდინარე თვეებში, საპატრიარქო შესაბამისი
ნებართვების არარსებობის პირობებში, ამ ადგილზე ატარებს არქეოლოგიურ და
დემონტაჟის სამუშაოებს.
ინსტრუქცია