საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის საჯარო განცხადებას, რომელშიც ის საუბრობს მის მიმართ სამინისტროს მენეჯმენტის მხრიდან შესაძლო დისკრიმინაციულ და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, დავით მინდიაშვილის მხრიდან ღირსების შემლახავ მოპყრობაზე და მოუწოდებს უწყებას, უზრუნველყოს სამინისტროში დასაქმებული ადამიანების თავისუფალ, თანასწორ გარემოში საქმიანობის პირობები და არ შეზღუდოს მათი გამოხატვის თავისუფლება უკანონოდ.
მიმდინარე წლის 12 ივლისს, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, გოგა რაზმაძემ, სოციალური ქსელში გაავრცელა ინფორმაცია მის მიმართ შსს-ში განხორციელებული დისკრიმინაციული და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებზე. რაზმაძის თქმით, ბოლო დროს, მის მიერ ქვეყანში არსებულ უფლებრივ მდგომარებაზე გაჟღერებული საჯარო მოსაზრებების გამო, იგი სამინისტროს მენეჯმენტის მხრიდან განიცდიდა ზეწოლას. მისი თქმით, ზეწოლა გამოიხატებოდა იმაში, რომ მენეჯმენტი მისგან პოსტების წაშლას მოითხოვდა. Ასევე, როგორც თავად ამბობს, ის ჩამოაშორეს სამუშაო შეხვედრებიდან და პროფესიული განვითარების ღონისძიებებიდან და ხელს უშლიდნენ სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელებაში.
რაზმაძე ამ მოვლენებს უკავშირებს 2023 წელს დეპარტამენტში აუდიტის პროცესის დაწყებასაც, რაც მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული არ იყო. ის გამოთქვამს ეჭვს, რომ აუდიტის რეალურ მიზანს დეპარტამენტში რეორგანიზაციის დაწყება და სამინისტროსთვის “არასასურველი კადრების” გათავისუფლებისთვის ხელოვნური საფუძვლის შექმნა წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ დეპარტამენტში მიმდინარე პროცესებისა და დაგეგმილი აუდიტის შესახებ მან არაერთხელ სცადა შსს-ს მოადგილესთან, ალექსანდრე დარახველიძესთან შეხვედრა, მას ამის საშუალება არ მიეცა, რის გამოც, თავისი მოსაზრებები ელ. ფოსტაზე წერილის გაგზავნით გამოხატა. რაზმაძის მტკიცებით, 2023 წლის 16 ივნისს გაგზავნილი წერილის საპასუხოდ, ის 11 ივლისს შსს-ს გენ. ინსპექციაში დაიბარეს და ახსნა-განმარტების ჩაბარება მოთხოვეს.
საყურადღებოა, რომ გამოკითხვის პროცესში, რაზმაძე მიუთითებს შსს-ს გენ. ინსპექციის უფროსის მოადგილის, დავით მინდიაშვილის, მოულოდნელ ჩართვაზე და მის მიერ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახავ მოპყრობაზე. განცხადების თანახმად, სასურველი შინაარსის ახსნა-განმარტების მოპოვების მიზნით, მინდიაშვილი რაზმაძეზე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას. გარდა ამისა, რაზმაძეს არ მიეცა საშუალება, დაეტოვებინა ოთახი და სხვა დროისთვის გადაეტანა ახსნა-განმარტების ჩაბარება, მიუხედავად ამ პროცესის ნებაყოფლობითობისა.
როგორც თავად არაერთხელ აღნიშნავს, რაზმაძის საჯარო პოსტები ყოველთვის იყო ეთიკური და არ არღვევდა საჯარო მოხელის გამოხატვის ფარგლებს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, მართალია, საჯარო მოხელეს შეიძლება დაეკისროს გარკვეული წინდახედულობის ვალდებულება, თუმცა, იგი, როგორც ნებისმიერი ინდივიდი, სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომლის შეზღუდვაც დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, პროპორციული ზომის გამოყენებით. ამ სტანდარტზე დაყრდნობით, პრეცედენტულ საქმეზე Vogt v. Germany (no. 17851/91, 1995), სასამართლომ საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვად მიიჩნია პოლიტიკური აქტივობის კონტექსტშიც კი. მით უფრო მაღალი დაცვით სარგებლობს გამოხატვა, რომელიც მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხს უკავშირდება, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია (Baka v. Hungary, no.20261/12, § 159, 2016).
შემაშფოთებელია, რომ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში, რომელიც თავად ზედამხედველობს გამოძიების პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას, სამმართველოს უფროსი თავს მიიჩნევს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლად და ხელი ეშლება სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელებაში. ამასთან, საგანგაშოა სამინისტროს იმ სტრუქტურული ერთეულის მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები, რომელიც, პირველ რიგში, თავად უნდა რეაგირებდეს სამინისტროს მოხელეთა მიერ ჩადენილ გადაცდომებზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:
ინსტრუქცია