საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2021 წლის 19 მაისს საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ დაინიცირდა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-3/55/10), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბერის №2/2/1276 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანას. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (ყოფილი EMC) აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები საქართველოს პარლამენტს 2021 წლის პირველ ივნისს წარუდგინა.
კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლს ემატება მე-3 ნაწილი, რომელიც აზუსტებს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტს. ინიცირებული რედაქციით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად შეიძლება დაედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი პირის მფლობელობაში ყოფნა პოლიციელის ჩვენებისა და ჩხრეკის ოქმის გარდა, დასტურდება სხვა მტკიცებულებითაც. ეს წესი არ გამოიყენება, თუ სხვა მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC)შეფასებით, კანონპროექტით შემოთავაზებული მოწესრიგება ფრაგმენტულია და სრულად უგულებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობას ჩხრეკის შედეგად მტკიცებულებათა მოპოვების სისტემის დახვეწის საჭიროებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებული მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტის გავრცელება მხოლოდ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ „უკანონო ნივთთან“ მიმართებით გამოიწვევს ჩხრეკის ჩატარების ორმაგი სტანდარტის განვითარებას, რაც დამაზიანებელი იქნება სისხლის სამართლის პროცესში პირის უფლებების სისტემური დაცვის თვალსაზრისით.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ზოგადი დათქმები გამამტყუნებელი განაჩენის „სხვა მტკიცებულებებით“ გამყარებასა და მტკიცებულებათა მოპოვების „ობიექტურ შეუძლებლობასთან“ დაკავშირებით, წარმოშობს ნორმის თვითნებური განმარტების რისკებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისიწინებით, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტით შემოთავაზებული რედაქცია ვერ უზრუნველყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასა და საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებული სისტემური პრობლემების აღმოფხვრას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ( ყოფილი EMC) შეფასებით, იმისთვის, რომ რეალურად გაუმჯობესდეს სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობა და პროცესუალური გარანტიები, აუცილებელია:
დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში
ინსტრუქცია