საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოს შრომის ბაზრის სტრუქტურის ანალიზი და აქ წარმოდგენილი თვითდასაქმებულთა მასშტაბი, კორონავირუსის პანდემიისა და თანმდევი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის პირობებში, აქტუალურს ხდის მსჯელობას იმაზე, თუ რა დანიშნულება აქვს არაფორმალურ შრომას სოციალური კვლავწარმოების შენარჩუნებაში, როგორია მისი როლი მშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში? რამდენად არის არაფორმალური დასაქმება თვითგადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია?
ნაშრომი აანალიზებს, თუ რა გავლენას ახდენს ეკონომიკური კრიზისების არაფორმალური დასაქმების სექტორზე და როგორ რეაგირებენ მშრომელი ადამიანები ფორმალურ სექტორში დასაქმების შესაძლებლობის შეკვეცაზე, სადაც შესწავლილია როგორც 2008-2009 წლების ეკონომიკურ კრიზისს და მის შედეგებს შრომის ბაზარზე, ასევე კორონავირუსის პანდემიის პირობებში წარმოქმნილ ეკონომიკურ კრიზისი;
დოკუმენტი მომზადებულია ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.
ინსტრუქცია