საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
"ჩვენს აღქმაში, ქართულ საზოგადოებაში ნელა-ნელა გაქრა აფხაზი და ოსი, მისი ადგილი რუსეთმა დაიკავა. ჩვენ ვეღარ აღვიქვამთ და ვეღარ ვხედავთ ვერც აფხაზს, ვერც ოსს ისეთს, როგორიც ის დღეს არის, მის შიშებს და მის მიერ აღქმულ ხიფათებს და ამიტომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ მშვიდობაზე, უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ რას გრძნობენ და რისი ეშინიათ მათ. როგორ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ჩვენც, ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც და საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფები უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობენ თავს", - ნინო კალანდარიშვილი, ნაციონალიზმის და კონფლიქტების ინსტიტუტი.
ვიდეო მომზადებულია გაერთიანებული ერების საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით. შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. ვიდეოს შინაარსი არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოზიცია.
ინსტრუქცია