საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ვიდეოს ავტორი: ლაშა ცერცვაძე
10 წელი 17 მაისის დარბევიდან
როგორ აიხსნება "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ჰომოფობიის სტრატეგიის აქტიური გამოყენება და როგორ შეიძლება ამ მტრულ კლიმატს ვუპასუხოთ, ჩვენ - აქტივისტებმა და დემოკრატიულმა ძალებმა - გთავაზობთ ნარგიზა არჯევანიძის სათქმელს.
"ბოლო პერიოდში, მმართველი გუნდი განსაკუთრებით აქტიურად იყენებს პოლიტიკურ ჰომოფობიას და მიმართავს ნაცად ხერხს - სამიზნედ იღებს ლგბტქ თემს და იყენებს მათ ანტიდასავლურ კონტექსტში. ხელისუფლება უკვე ღიად მოქმედებს როგორც ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ძალა, ის ნელნელა კარგავს მომხრეებსა და პოტენციურ ამომრჩევლებს და ამ კრიზისის ფონზე, მიმართავს სტრატეგიას, რომელსაც ირჩევენ პოპულისტური, ავტორიტარიანული მთავრობები" - ნარგიზა არჯევანიძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი.
ინსტრუქცია