საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა EMC-ს მიერ, ერთ-ერთი დასაქმებულის სახელით, „ბიბლუსის“ წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი. სასამართლომ უკანონოდ ცნო 2017 წელს, „ბიბლუსის“ მხრიდან ერთ-ერთი თანამშრომლის გათავისუფლება, კომპანიას დაავალა უკანონოდ გათავისუფლებული კონსულტანტის აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ამ საქმის გარდა, EMC „ბიბლუსის“ წინააღმდეგ კიდევ აწარმოებს რამდენიმე სასამართლო დავას, შრომით უფლებებზე. 2017 წელს ეს პირები კომპანიამ სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც თანამშრომლებმა კრიტიკა გამოთქვეს კომპანიაში არსებულ გარკვეულ შრომით პირობებთან დაკავშირებით.
ინსტრუქცია