საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2023 წლის 30 ივნისს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), სოციალური სამართლიანობის ცენტრმა და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - წარადგინეს ერთობლივი ალტერნატიული ანგარიში სოციალური უფლებების ევროპულ კომიტეტში საქართველოს მიერ ევროპის სოციალური ქარტიის იმპლემენტაციის თაობაზე.
ევროპის სოციალური ქარტია ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ხელშეკრულებაა, რომლის მიზანია ადამიანის სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა. ევროპის საბჭომ ეს ქარტია 1961 წელს მიიღო, ხოლო მისი განახლებული ვერსია 1996 წლით თარიღდება. ევროპის სოციალური უფლებების კომიტეტი აკვირდება, თუ რამდენად სრულდება წევრ ქვეყნებში ევროპის სოციალური ქარტიის, 1988 წელს მიღებული მისი დამატებითი ოქმისა და ევროპის განახლებული სოციალური ქარტიის მოთხოვნები.
საქართველომ 2005 წლის 22 აგვისტოს ევროპის განახლებული სოციალური ქარტიის 98 პარაგრაფიდან 63 პარაგრაფის რატიფიცირება მოახდინა, რის შედეგადაც ევროპის სოციალური უფლებების კომიტეტს მიენიჭა საქართველოს მიერ ქარტიის იმპლემენტაციის თაობაზე ანგარიშების მომზადების უფლებამოსილება. ანგარიშების მომზადების პროცესში, ევროპის სოციალურ უფლებათა კომიტეტი იღებს მოსაზრებებს, როგორც საქართველოს მთავრობისგან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან, რათა შეძლოს ერთიანი სურათის დანახვა და შეფასება.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ 2023 წლის წარდგენილი ალტერნატიული ანგარიში შეეხება ევროპის სოციალური ქარტიის შემდეგი მუხლების იმპლემენტაციის საკითხებს: ა) ბავშვებისა და მოზარდების უფლებების დაცვა (მე-7 მუხლი); ბ) დასაქმებული ქალების მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენება (მე-8 მუხლი); გ) ოჯახის სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური დაცვის გარანტიები (მე-16 მუხლი); დ) ბავშვებისა და მოზარდების სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური დაცვის გარანტიები (მე-17 მუხლი); ე) საცხოვრისის უფლება (31-ე მუხლი).
ალტერნატიულ ანგარიშში მოცემულია ზემოთ აღნიშნული უფლებების იმპლემენტაციის შეფასება და წარმოდგენილია რეკომენდაციები.
ქვემოთ მოკლედ არის მოცემული ინფორმაცია იმ საკვანძო საკითხების შესახებ, რომლებსაც ანგარიში შეეხო, კერძოდ:
ა) ბავშვებისა და მოზარდების უფლებების დაცვა
ბავშვთა შრომითი უფლებები რჩება მნიშვნელოვან საკითხად, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება შრომით მიგრაციაში ჩართულ ბავშვებს, რომელთა უფლებებიც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას. ანგარიშის ეს ნაწილი ეხება საქართველოში ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოვლენილ ფაქტებს, სადაც ბავშვები და ახალგაზრდები საუბრობენ უკანონოდ და ზრდასრულების თანხლების გარეშე შრომით მიგრაციაზე, რაც ბევრ მათგანს ძალადობის და შრომითი ექსპლუატაციის რისკის ქვეშ აყენებს. ანგარიშში აგრეთვე განხილულია ბავშვების, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოების მოწყვლადობას სექსუალური ძალადობის მიმართ რაც კავშირშია მათთვის სრულფასოვანი სქესობრივი განათლების მიუწოდებლობასთან სახელმწიფოს მხრიდან, რაც ბავშვებს საკუთარი თავის ძალადობისგან დაცვის საშუალებას მისცემდა. ანგარიში აგრეთვე მიუთითებს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ინ ბავშების უფლებების დარღვევაზე, რომლებიც წლების განმავლობაში რელიგიურ ბავშვთა პანსიონატებშ იმყოფებოდნენ და სახელმწიფოს დღემდე არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძება ამ სახლებში ჩადენილი ბავშვთა უფლებების დარღვევების და დანაშაულების მიმართ.
ბ) დასაქმებული ქალების მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენება
საქართველოში ხშირად ირღვევა დასაქმებული ქალების უფლება დეკრეტული შვებულების ადეკვატურ ანაზღაურებაზე. კერძო სექტორში დასაქმებული ქალების დეკრეტული შვებულებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურება უკიდურესად დაბალია და გაცილებით ჩამორჩება სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტს. 2020 წელს საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის შედეგად კერძო სექტორში დასაქმებული ქალების უფლება დეკრეტული შვებულების ადეკვატურ ანაზღაურებაზე არსებითად არ გაუმჯობესებულა.
გ) ოჯახის სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური დაცვის გარანტიები
სოციალური შემწეობის სისტემის ძირითადი გამოწვევები საქართველოში, მათ შორის,
დ) ბავშვებისა და მოზარდების სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური დაცვის გარანტიები
ე) საცხოვრისის უფლება
ინსტრუქცია