საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) 15 სექტემბერს პროექტის „სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციური რეფორმა საქართველოში: პოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ“ პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ორგანიზაცია 2014 წლის ივლისიდან მოყოლებული ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს, სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებული, დაბალანსებული და გამჭვირვალე სისტემის შექმნის მხარდაჭერას, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
ამ დროისათვის შესწავლილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო რეკომენდაციებისა თუ ანგარიშების ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საჭიროებს სათანადო რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორისაა:
ჩამოთვლილი საკითხების აქტუალურობა გამოწვეულია ქართულ სამართალდამცავ სისტემაში დღეს არსებული ვითარებით. ხშირ შემთხვევაში გამოუძიებელი რჩება ისეთი საქმეები, სადაც იკვეთება სამართალდამცავის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა. უკეთეს შემთხვევაში, ასეთ საქმეებზე იწყება გამოძიება, მაგრამ გამოძიების პროცესი ჭიანურდება არაგონივრულ ვადებში და ასეთ საქმეებზე გამოყენებული სანქციებიც არაა ადეკვატური. შესაბამისად, აუცილებელია შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელსაც ექნება მანდატი, შეისწავლოს სამართალდამცავების მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევები.
მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს შსს-ს ძალაუფლების დეკონცენტრაციაც. 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, შესაძლებელი გახდა შსს-ს შეერთებოდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურიც, რის შემდეგაც ერთ სამინისტროში მოექცა დაუბალანსებლად დიდი ძალაუფლება, რამაც კიდევ უფრო რთული გახადა სისტემის საქმიანობის კონტროლი.
ვინაიდან სისხლის სამართის მართლმსაჯულებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება პროკურატურის გამართულ მუშაობას, საჭიროა ამ უკანასკნელის ინსტიტუციური გაძლიერება, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მეტი დამოუკიდებლობით აღჭურვა და ამის პარალელურად, ორგანოს ანგარიშვალდებულების გაზრდა საზოგადოების მიმართ. ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია მთავარი პროკურორის დანიშვნის წესის შეცვლით, მაგალითად დანიშვნის პროცესში პარლამენტის ჩართულობით. ასევე, საჭიროა ცალკეული პროკურორების მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და სისტემისგან იუსტიციის მინისტრის კიდევ უფრო დისტანცირება.
პროექტის განხორციელებისას ასევე ყურადღება გამახვილდება სამართალდამცავი სისტემების ინსტიტუციურ მოწყობასა და კომპეტენციების განაწილებაზე.
პროექტი „სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციური რეფორმა საქართველოში: პოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ“ ხორციელდება „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
ინსტრუქცია