[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, სუს-ის კრებსებზე მიმდინარე გამოძიებას ვაფასებთ

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შეაფასა 2021 წლის 13-14 სექტემბერს გასაჯაროებული ე.წ. სუს-ის კრებსების თაობაზე მიმდინარე გამოძიებას და ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგები. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოძიების პროცესში იცავს სასულიერო პირების, მათ შორის, მეუფე მალხაზ სონღულაშვილის, მეუფე რუსუდან გოცირიძის, დედა სიდონიას, დეკანოზი გიორგი მამალაძის, ასევე სამოქალაქო აქტივისტებისა და თავად სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლების სამართლებრივ ინტერესებს. 

როგორც ცნობილია, 2021 წლის 13-14 სექტემბერს ღია ქსელში აიტვირთა და მედია საშუალებებით გასაჯაროვდა სასულიერო პირების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების კერძო კომუნიკაციის ამსახველი ე.წ.  კრებსები, რომლებიც სხვადასხვა წლებში სავარაუდოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის შექმნილი. ინფორმაციის გავრცელების შემდგომ თბილისის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად და ამ დრომდე არსებობს ძირეული კრიტიკა მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. გავრცელებული მასალები, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახურების მიერ ფარული მიყურადების მასობრივ პრაქტიკას აჩვენებს, რომელიც ასობით ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების ხელშეუხებლობის ხელყოფის მიღმა, მოქალაქეების სოციალური კონტროლის და უსაფრთხოების სისტემაში ძირეულ ინსტიტუციურ და პოლიტიკურ გამოწვევებზე უთითებს. ცხადია, რომ ამ პრაქტიკამ რელიგიური ორგანიზაციების შიდა საქმიანობაში სახელმწიფოს უკანონო ინტერვენციის ნეგატიური გამოცდილებაც გამოავლინა.  

გამოძიების დაწყებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, პროკურატურამ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დაზარალებულად ცნო და მოგვეცა სისხლის სამართლის საქმის მასალების მხოლოდ ნაწილის გაცნობის შესაძლებლობა. დაზარალებულის სტატუსის მონიჭების შემდეგ პროკურატურამ სრულიად დაუსაბუთებლად  უარი გვითხრა საქმის მასალების გადმოცემაზე და მხოლოდ საქმის მასალების არასაიდუმლო ნაწილის გაცნობის შესაძლებლობა მოგვცა ადგილზე. მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თითქმის სრულად დაშტრიხა უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რაც ჩვენთვის შინაარსის სრულყოფილად გაცნობას შეუძლებელს ხდის.  

საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისის პროკურატურამ გამოძიების პირველივე თვეებში ჩაატარა რიგი  საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მნიშვნელოვანი, მათ შორის, ჩვენს მიერ მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული არ არის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების გამოკითხვის დროს ყურადღება არ არის გამახვილებული გამოძიებისათვის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხებზე. მათ შორის, ჩვენთვის ხელმისაწვდომი მასალებით ჩანს, რომ

1. გამოძიების ფარგლებში არ არიან გამოკითხულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები;

2. გამოკითხულები არ არიან ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (ე.წ. ოტოს) თანამშრომლები და სრულყოფილად არ არის შემოწმებული არც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (ე.წ. ოტოს) მუშაობის შიდა მექანიზმები და ინსტრუქციები;

3. სუს-ის დანარჩენი თანამშრომლების გამოკითხვაც ხარვეზიანია და ფორმალური, ისინი ხშირად სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელით გამოძიების ფუნდამენტურ კითხვებს პასუხს არ სცემდნენ. მათთვის დასმული კითხვებიც კი მხოლოდ სამსახურეობრივ ჩატში კომუნიკაციას არ უკავშირდებოდა და არა უფრო ფართოდ, კრებსებში წარმოდგენილ სხვა შინაარსებზე და შესაძლო დარღვევებს;

4. გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე არ არის შემოწმებული ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლის საფუძველზეც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მოსმენა ხორციელდებოდა.

5. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები (მაგალითად, ტელეფონებისა და სამსახურეობრივი კომპიუტერების ჩხრეკა და ამოღება) დაგვიანებით ჩატარდა, როცა მტკიცებულებებზე გარეშე ზემოქმედება უკვე შესაძლებელი იყო.  

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით აშკარაა, რომ მიმდინარე გამოძიება ხარვეზულია, სუსტად დამოუკიდებელი საიდუმლო მასალებზე გამოძიების დაბალი ხელმისაწვდომობის და შემოწმების გამო და ნდობა, რომ გამოძიება რეალური სამართლებრივი შედეგების მიღწევისკენ არის მიმართული, დაბალია.

ქვემოთ დეტალურად მიმოვიხილავთ ჩატარებულ, მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს და წარმოგიდგენთ მასთან დაკავშირებული კრიტიკას.

  • გამოძიების პროცესში დაზარალებულად ცნობის გაჭიანურება და საქმის მასალების გადმოცემაზე უარის უკანონობა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფი პირების გამოკითხვისა და მათ მიერ საგამოძიებო ორგანოს მიერ წარდგენილი კერძო კომუნიკაციის ავთენტურობის დადასტურების შემდგომ, ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში პროკურატურას მივმართეთ დასაბუთებული შუამდგომლობით  და ვითხოვეთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაზარალებულად ცნობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია კრებსებში წარმოდგენილი მონაცემების ვალიდურობაზე უთითებდა და აშკარა  იყო მოსმენისა უკანონო ბუნება, თბილისის პროკურატურამ დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის გადაწყვეტილებაც კი არ მიიღო, ხოლო საქალაქო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად თქვა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, იმ მოტივით, რომ თითქოს არ არსებობდა დაზარალებულად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. 

უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულად ცნობის პროცესში სასამართლოს კონტროლი არსებითად დააკნინა და იმ შემთხვევებში, როცა პროკურატურა სტატუსის მინიჭების თაობაზე ჩვენს მიმართვაზე წერილობით პასუხსაც კი არ გვცემდა,  მიუთითა, რომ ვინაიდან არ არსებობდა დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განეხილა საკითხი.

დაზარალებულად ცნობის შემდგომ, ჩვენთვის აგრეთვე გაჭიანურდა დაზარალებულებისთვის საქმის მასალების გადმოცემისა და გაცნობის საკითხი. როგორც ცნობილია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულს აქვს უფლება მიიღოს საქმის მასალები. თუმცა, ამ უფლების მიუხედავად პროკურატურამ უარი გვითხრა საქმის მასალების გადმოცემაზე და მხოლოდ საქმის არასაიდუმლო ნაწილის საგამოძიებო ორგანოში გაცნობის შესაძლებლობა მოგვცა. პროკურატურის მიერ ჩვენთვის გაზიარებული საქმის მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი დაშტრიხული ფორმით იქნა წარმოდგენილი და მისი შინაარსი გაცნობა შეუძლებელი იყო. ჩვენი შეფასებით, პროკურატურის აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და საქმის მასალების გადმოცემაზე სრულ უარს წარმოადგენს და რაც ხელს უშლის დაზარალებულებსა და მათ ადვოკატებს სრულყოფილად, სათანადო გააზრების პირობებში გაანალიზონ საქმის მასალების შინაარსი და საჭიროების შემთხვევაში გამოძიების ცალკეული საკითხები გადაამოწმონ სპეციალური ცოდნის მქონე პირებთან. ეს გადაწყვეტილება  ხელს უშლის დაზარალებულების უფლების ეფექტიან რეალიზებას და გამოძიების რეალურ ანგარიშვალდებულებას.

  • ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებების კრიტიკული მიმოხილვა და მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პრობლემა

გამოძიების მიერ ჩატარებული მოქმედებების მიმოხილვა

როგორც ზემოთ აღინიშნა, თბილისის პროკურატურამ უდავოდ უზრუნველყო საკმაოდ მოკლე პერიოდში (საგამოძიებო მოქმედებების დიდი ნაწილი ჩატარებულია 2021 წლის სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში) მნიშვნელოვანი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. კერძოდ, საქმის მასალების გაცნობის შემდგომ ჩვენთვის გასაგები გახდა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 168 პირი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 19 თანამშრომელი (რომელთა ვინაობები გასაიდუმლოებულია). ამასთან ერთად, უცხო ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილია ინფორმაციის ღია ქსელში გასაჯაროებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ხოლო ინფორმაციის ავთენტურობის დადასტურების მიზნით ინფორმაცია გამოთხოვილია საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებიდან და დაზარალებული პირების კომუნიკაციის ავთენტურობა დადასტურებულია შესაბამის პერიოდებში. აქვე, ერთ-ერთი მობილური აპლიკაციიდან გამოთხოვილია ინფორმაცია  გასაჯაროებულ კრებსებში გავრცელებული ფაილების შექმნისა და მასში მითითებული პირების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს სუს-ის თანამშრომლების ჯგუფს და მათ შორის სხვადასხვა დროს შემდგარ მიმოწერას. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს ექნება შესაძლებლობა დაადასტუროს ჯგუფში მითითებული პირებისა და მიმოწერის ავთენტურობა, რაც ხელს შეუწყობს კრებსების შექმნაში სუს-ის თანამშრომლების მონაწილების დადასტურებას. 

ამის პარალელურად, გამოძიების ფარგლებში თბილისის პროკურატურამ ჩაატარა ჩხრეკის, ამოღების საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, ამოიღო სუს-ის გამოკითხული თანამშრომლების მობილური ტელეფონები, მათი სამსახურებრივი კომპიუტერული ტექნიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები და მათში არსებული ინფორმაციის მოპოვების მიზნით დანიშნა კომპიუტერულ-ტექნოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა ამ დრომდე არ არის მიღებული.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ხარვეზები

  • სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვის პროცესის ხარვეზები და  გამოძიების მხრიდან საიდუმლო ინფორმაციის კონტროლის პრობლემა

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვის საგამოძიებო მოქმედების ხარვეზულობა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატებს სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები დაშტრიხული ფორმით წარედგინათ, შესაბამისად, ჩვენთვის შეუძლებელი იყო ზუსტად განგვესაზღვრა სუს-ის რომელი დანაყოფის და რა პოზიცაზე მომუშავე პირები არიან გამოძიების ფარგლებში გამოკითხული, თუმცა, რამდენიმე დეტალის გათვალისწინებით, ვადგენთ, რომ ძირითადად გამოკითხულნი უნდა იყვნენ შუა მენეჯერული რგოლის თანამშროლები და ამ დრომდე არ არის გამოკითხული სუს-ის არცერთი მაღალჩინოსანი, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გამოკითხული პირების მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი აგრეთვე დაშტრიხული ფორმით წარმოგვედგინა, მაგრამ დასმული კითხვებისა და ცალკეული პასუხის ანალიზის შედეგად ვარკვევთ, რომ საგამოძიებო ორგანოს ძირითადად აინტერესებდა ის, სუს-ის თანამშრომლებს ჰქონდათ თუ არა  ერთ-ერთ მობილურ აპლიკაციაში შექმნილი ჯგუფი და ახდენდნენ თუ არა ცალკეული შინაარსის მიმოწერას. ამასთან ერთად, დასმული შეკითხვები შეეხებოდა ფარული მიყურადების ტექნიკებს, ადგილს სადაც ფარული მიყურადება, ჩაწერა ხორციელდება და გამოკითხული პირების მონაწილეობას ამ პროცესში. გამოძიების პროცესში სუს-ის თანამშრომლებისთვის საგამოძიებო ორგანოს არ დაუსვამს კითხვა გავრცელებულ კრებსებთან დაკავშირებით, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა თუ არა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ან ელექტრონულ თვალთვალს, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა გასაჯაროებული კრებსების შექმნა.

კითხვებზე გამოსაკითხი ცხრამეტივე პირის პასუხები არის ერთმანეთის იდენტური და ყველა გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ ისინი სამსახურებრივ ონლაინ ჯგუფებში გაწევრიანებულები არ არიან და გამოძიების მიერ წარდგენილი მათი სახელით განხორციელებული მიმოწერის შინაარსი არ ეცნობათ. გამოკითხული პირები უთითებენ, რომ ფარული მიყურადების მეთოდები და წარმოების პროცესი განსაზღვრულია საიდუმლო ინსტრუქციებით და მათი შინაარსის შესახებ გამოძიებას ინფორმაციას ვერ მიაწვდიან, ამავე დროს უარყოფენ მონაწილეობას ფარულ მიყურადებებში და აღნიშნავენ, რომ არ ფლობენ ინფორმაციას სად და როგორ ტარდება მოქმედებები. საიდუმლო ინფორმაციის გამოძიების მიერ სათანადო კონტროლის პრობლემა, გამოძიების დამოუკიდებლობაზე ნეგატიურად აისახება და მსგავს შემთხვევაში გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხს წამოწევს.

  • გამოძიების დამოუკიდებლობის პრობლემა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (ე.წ. ოტოს) საქმიანობის შემოწმების ნაწილში

გამოძიების მნიშვნელოვანი ხარვეზია ის, რომ გამოძიების პროცესში სავარაუდოდ არ არიან გამოკითხულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანამშროლები.

როგორც ცნობილია, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო არის ფარული მიყურადებისა და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების უშუალო ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანო, რომელიც სააგენტო ფლობს კომუნიკაციების მონიტორინგისთვის აუცილებელ ტექნიკურ ინფრასტრუქტურასა და პროგრამულ უზრუნველყოფას და უზრუნველყოფს ფარული მიყურადების, ელექტრონული თვალთვალის შედეგად ინფორმაციის მოპოვებას, მოპოვებული ინფორმაციის შენახვას, დახარისხებას, საგამოძიებო უწყებებისთვის გადაცემას ან/და განადგურებას.[1] აღნიშნულის გათვალისწინებით, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შექმნილ და გასაჯაროებულ კრებსებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას შესაძლოა ფლობდნენ სწორედ დასახელებული სააგენტოს თანამშრომლები, მათ შორის, შესაძლოა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების,  განხორციელების მეთოდების, განხორციელებაში მონაწილე პირების, გაცემული დავალებების შესახებ. ამდენად, არსებითად მნიშვნელოვანია სააგენტოს თანამშრომლების იდენტიფიცირება და გამოკითხვა, რაც საგამოძიებო ორგანომ ამ დრომდე არ უზრუნველყო.

  • დაგვიანებული საგამოძიებო მოქმედებები

ჩვენი შეფასებით, აგრეთვე ფორმალურია, თბილისის პროკურატურის მიერ სუს-ის თანამშრომლების მობილური ტელეფონებისა და მათი სამსახურებრივი კომპიუტერული ტექნიკის ამოღება. ვინაიდან, სავსებით შესაძლებელია სუს-ის თანამშრომლები სხვა ტელეფონებითაც სარგებლობდნენ, სადაც იქნება  შემდგარი მათი სამსახურეობრივი მიმოწერა, ხოლო შესაძლოა ამოღებულ სამსახურეობრივ კომპიუტერებში საერთოდ არ ინახებოდეს კრებსებთან დაკავშირებული ინფორაცია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვა და ამოღების საგამოძიებო მოქმედებები გამოძიების დაწყებიდან დაახლოებით 2-4 კვირის შემდეგ არის  ჩატარებული, რაც საკმაოდ დიდი დროა მტკიცებულებების გასანადგურებლად.  ამ ფორმალური პროცესის მიღმა კი პროკურატურას ჩხრეკა-ამოღების საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა ფარულ მიყურადებისა და ელექტრონული თვალთავალის განხორციელებაზე ექსკლუზიური უფლების მქონეა და არ შეუსწავლია ტექნიკა, რომელსაც სააგენტო იყენებს.

  • ფარული მიყურადების სამართლებრივი საფუძვლების შესწავლის გამოტოვება

გამოძიების ფარგლებში აგრეთვე არ არის გამოთხოვილი (ან არის თუმცა მათი შინაარსის ჩვენთვის გაცნობა საგამოძიებო ორგანომ არ უზრუნველყო) ინფორმაცია კრებსების სამართლებრივი საფუძვლის შესახებ. კერძოდ, საგამოძიებო ორგანოს არ შეუსწავლია დაზარალებული პირების მიმართ ხომ არ ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ან კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებები და არ გამოუთხოვია ინფორმაცია საერთო სასამართლოებიდან ან საქართველოს უზენაესი სასამართლოდან. ამასთან ერთად, გამოთხოვილი არ არის (ან არის თუმცა მათი შინაარსის ჩვენთვის გაცნობა საგამოძიებო ორგანომ არ უზრუნველყო) ფარულ მიყურადებასა და ელექტრონული თვალთვალის განხორციელებასთან დაკავშირებული სუს-ის, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შიდა სახელმძღვანელო ინსტრუქციები, რომელთა შინაარსის გაცნობის შედეგად შესაძლოა დადგინდეს კონკრეტულ პირთა კომპეტენცია ფარული მიყურადების ნაწილში და ინფორმაციის მოპოვების, შენახვისა და განადგურების მეთოდები.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული და ჩაუტარებელი საგამოძიებო მოქმედებების მნიშვნელობის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრს ჯერ კიდევ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაზარალებულის სტატუსების მინიჭებამდე გვქონდა შუამდგომლობები წარდგენილი, თუმცა, როგორც ჩანს საგამოძიებო ორგანომ ეს ყველაფერი ყურადღების მიღმა დატოვა.

  • დასკვნა

როგორც ზემოთ აღნიშნული გარემოებები აჩვენებს, არაერთი პირის კერძო კომუნიკაციისა და მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები ამ დრომდე არ ჩატარებულა, ხოლო ჩატარებული მოქმედებების ნაწილი კი ფორმალურია და ნაკლებად მოსალოდნელია მათმა შედეგმა გამოძიების მიმდინარეობაზე არსებითი გავლენა მოახდინოს.

ამის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თბილისის პროკურატურას უზრუნველყოს ყოველმხრივ, სრული, ობიექტური გამოძიების წარმოება და ამ პროცესში განუხრელად დაიცვას დაზარალებულების სამართლებრივი ინტერესები.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს გამოძიების პროცესში ბენეფიციარების ინტერესების დაცვას და უახლოეს მომავალში საგამოძიებო ორგანოს დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ შუამდგომლობებს წარუდგენს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“