[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სახელმწიფო “ენკასთვის” დაუსაბუთებელი შეღავათების გაცემას აგრძელებს და სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადას კიდევ 1 წლით უხანგრძლივებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია “ენკას” ქვემო ნამახვანი ჰესის სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა. მიგვაჩნია, რომ სამინისტროს ეს გადაწყვეტილება “ენკა-სთვის” მინიჭებული კიდევ ერთი დაუსაბუთებელი შეღავათია, რომელიც ადასტურებს, რომ განცხადებები პროექტის სათანადოდ შესწავლის შესახებ, მცდარი და საფუძველს მოკლებულია. ამასთან, ეს პროცესი ხსნის კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვიანი “მორატორიუმის” გამოცხადების რეალურ მოტივს. კაშხლის ნაგებობის მშენებლობის გადავადება სინამდვილეში უკავშირდება არა მთავრობისა და კომპანიის კომპრომისს, არამედ იმ ფაქტს, რომ კომპანიამ სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის ჩაბარება თავად დააგვიანა და ამავე პერიოდით მოითხოვა სახელმწიფოსგან ვადის გახანგრძლივება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ენკას“ სრული საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა მიმდინარე წლის 13 აპრილს ამოეწურა. საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული ახალი დოკუმენტაციით დგინდება, რომ სავალდებულო დოკუმენტაციის არარსებობას ეკონომიკის სამინისტრო ლოიალობით მოეკიდა და 2021 წლის წლის 19 მარტს, მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ეს ვადა კომპანიას 2022 წლის 28 თებერვლამდე გაუგრძელა.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ “ენკა”-მ სამინისტროს ვადის გაგრძელების თხოვნით მიმდინარე წლის 17 თებერვალს მიმართა. 12 მარტს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ჰესის ძირითადი ნაგებობების (კაშხალი და წყალსაცავი) მშენებლობაზე კვლევების ნაწილის ხელახალ გადამოწმება-ვალიდაციამდე “მორატორიუმი” ცხადდებოდა. მინისტრის ეს განცხადება საზოგადოებას დღემდე მიეწოდება როგორც კომპრომისული ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ პროტესტის საპასუხოდ გადადგა. სინამდვილეში, ენკას შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის გამო კაშხლის მშენებლობის უფლება ისედაც არ ჰქონდა. მეტიც, სამინისტროსთვის უკვე ცნობილი იყო, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის მომზადებას ენკა ვერ ასწრებდა და, შესაბამისად, ჰესის ძირითადი ობიექტების მშენებლობის უფლებას კომპანია კიდევ მინიმუმ ერთი წელი ვერ მოიპოვებდა. ამდენად, ის გარემოება რომ კომპანიამ ჰესის მშენებლობისთვის კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში მომზადება ვერ შეძლო, ხელისუფლებამ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით გამოიყენა და პერიოდი, რომლის განმავლობაშიც „ენკას“ კაშხლის მშენებლობის უფლება ისედაც არ ექნება საზოგადოებრივი აზრის მიმართ დათმობად წარმოაჩინა.

საგულისხმოა, რომ 17 თებერვალს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს” მიმართვისას კომპანიამ სამშენებლო ნებართვის პირობების ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის მიზეზად “პროექტის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა” დაასახელა და დოკუმენტაციის წარდგენისთვის ახალი ვადად - 2022 წლის 28 თებერვალი მოითხოვა.

იმ პირობებში, როდესაც რიონის ხეობა პოლიციას თითქმის მთლიანად ჩაკეტილი აქვს, აღმართულია ბარიკადები, ადამიანებს, მათ შორის, რიონის ხეობის მცხოვრებლებს, ხეობაში თავისუფლად შესვლისა და გადაადგილების უფლება შეზღუდული აქვთ, ხოლო კომპანიის სამშენებლო სამუშაოებს საპოლიციო ძალები იცავენ, სრულიად გაუგებარია, რამ შეუშალა ხელი კომპანიას სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში და რა გახდა სამშენებლო დოკუმენტაციის მოუმზადებლობის საფუძველი და რატომ უკავშირებს “ენკა” საკუთარი ვალდებულებების დარღვევას პროექტის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას.

აღნიშნული შუამდგომლობის დაუსაბუთებლობის და ბუნდოვანი საფუძვლების მიუხედავად, სააგენტო უპირობოდ დაეთანხმა კომპანიის მოთხოვნას და მიმდინარე წლის 19 მარტის ბრძანებით, ენკას სრულყოფილი სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად 2022 წლის 28 თებერვალი განუსაზღვრა.

აქვე, საგულისხმოა, რომ მშენებლობის ნებართვით „ენკას“ სამშენებლო დოკუმენტაციის დანაწევრებულად წარდგენის და ადგილზე სამუშაოების ნაწილ-ნაწილ განხორციელების საშუალება მიეცა კერძოდ, კომპანიას ცალკეული ობიექტებისთვის წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტების საფუძველზე მათი მშენებლობის უფლება ეძლევა, ისე, რომ სრული სამშენებლო პროექტი დღემდე არ არსებობს. სახელმწიფოსა და კომპანიის წარმომადგენლები კი აქტიურად საუბრობენ, რომ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სრულყოფილია. საჯარო ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ კომპანიას ამ დრომდე სახელმწიფოსთვის მხოლოდ სამი ობიექტის: სადერივაციო გვირაბის, სატურბინე მილსადენისა და რეზერვუარის გამთანაბრებლის დოკუმენტაცია აქვს წარდგენილი (რომელთაგან მხოლოდ ერთის, სადერივაციო გვირაბის, შესახებ არსებობს ინფორმაცია, რომ სააგენტომ ის შეითანხმა, და კომპანიამ ამ ობიექტის მშენებლობის დაწყების უფლება მიიღო). ჰიდროელექტროსადგურის დანარჩენი ობიექტების თაობაზე, მათ შორის კაშხალზე, კომპანიას საექსპერტო დასკვნებით გამყარებული სრულყოფილი სამშენებლო დოკუმენტაცია, ჯერ ისევ არ გააჩნია.

მშენებლობის პროცესის მსგავსი სახით დანაწევრება უკიდურესად ართულებს მისი საერთო ზეგავლენისა და ფაქტობრივად მიმდინარე სამუშაოების შეფასების შესაძლებლობას, როგორც ნებართვის გამცემი ორგანოსთვის, ისე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

მოსახლეობისთვის უცნობია თუ რა ტიპის სამუშაოებს აწარმოებს “ენკა” მიმდინარე პერიოდში ხეობაში და სიმართლეა თუ არა კომპანიის მტკიცება იმის შესახებ, რომ ხეობაში მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება დროებითი ნაგებობების განსათავსებლად. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ არ განხორციელებულა, და ხეობა დახურულია ჟურნალისტებისა თუ აქტივისტების დაკვირვებისთვის, შეუძლებელია იმის დადგენა, ფაქტობრივად რა სამუშაოები მიმდინარეობს ადგილზე და აქვს თუ არა მისი განხორციელების უფლება „ენკას“. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა “ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს” ინსპექტირების ჩატარების მოთხოვნით 17 მაისს მიმართა.

სახელმწიფოს მიერ კომპანიის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ პროტესტის შეგრძნებას, რომელიც ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის უკანონო, გაუმჭვირვალე და არასაჯარო პროცესებს უკავშირდება. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ კომპანიას დღემდე არ წარმოუდგენია სრულყოფილი სამშენებლო დოკუმენტაცია, ადგილზე მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები წარმოებს, რაც გარემოს მძიმე და შეუქცევად ზიანს აყენებს. პარალელურად, საკუთარი ფუნქციების შესრულებას თავს არიდებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოც, რომელიც, “ენკა”-ს მიერ სანებართვო პირობების არა ერთი სავარაუდო დარღვევის მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოებს არ ამოწმებს და კომპანიას ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არ აკისრებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“