[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სხვა / განცხადება

სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში ვერ აზღვევს მისი ჯანმრთელობის და ხელშეუხებლობის რისკებს

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას განვითარებულ მოვლენებს და მიგვაჩნია, რომ პროცესი წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ძირითადი უფლებების - სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების დაცვის პრინციპებთან და არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ვითარების ესკალაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის დამატებით საფრთხეებს აჩენს.

მიხეილ სააკაშვილი, მისი დაპატიმრებიდან დღემდე, უკვე მე-40 დღეა საპატიმროში შიმშილობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მან 6 ნოემბრიდან შეწყვიტა იმ  ვიტამინების, მედიკამენტების და საკვები დანამატების მიღება, რასაც ის სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციებით იღებდა. მსჯავრდებულის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებები შიმშილობის ნამდვილობასთან დაკავშირებით,[1] შემდგომ, კი პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოს საჯაროდ გავრცელება, სადაც ჩანს, რომ მესამე პრეზიდენტი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იღებს საკვები დანამატების ულუფას[2]. მსჯავრდებულის შიმშილობის თაობაზე ინფორმაციის ამ ფორმით გავრცელება, რომლის მიზანიც იყო შთაბეჭდილების შექმნა, რომ რეალურად შიმშილობას ადგილი არ ჰქონდა, ცალსახად წინააღმდეგობაშია შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველა საერთაშორისო პრინციპსა თუ რეკომენდაციასთან და ასევე არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვისა და ხელშეუხებლობის პრინციპს. შიმშილობის პროცესის სამედიცინო პერსონალის მიერ მართვა უნდა ემყარებოდეს მიდგომას, რომ ის არის პაციენტი და სახელმწიფოს ქმედებების ამოსავალი წერტილი სწორედ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და არა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება უნდა იყოს.

დანამატების შეწყვეტიდან მესამე დღეს, 8 ნოემბერს, საღამოს საათებში მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტი სავარაუდოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში აღარ იმყოფებოდა.[3] 70 წუთის განმავლობაში, სახელმწიფო უწყებები ოჯახის წარმომადგენლებს, ადვოკატებს, სახალხო დამცველს[4] არ აწვდიდნენ მსჯავრდებულის ადგილმდებარეობისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ეროვნულ კანონმდებლობასთანაც.[5]

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო კონსილიუმის მიერ 8 ნოემბერს მიღებულ რეკომენდაციებში საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მომხდარიყო მრავალპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში.[6] აღსანიშნავია ისიც, რომ სახალხო დამცველის მიერ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში N18 დაწესებულების მზაობა შესაბამისი მომსახურების გასაწევად დინამიკაში იქნა შეფასებული.[7] დღევანდელი განცხადებით, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება მრავალპროფილური კლინიკისთვის წაყენებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.[8]

რაც შეეხება უსაფრთხოების რისკებს, მოშიმშილე პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა, როდესაც არსებობს სამედიცინო ჩვენება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადასაყვანად, არ შეიძლება შეიზღუდოს დაუსაბუთებელი და აბსტრაქტული საფრთხის პრინციპზე დაყრდნობით. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ეს რისკები თავად მსჯავრდებულის უსაფრთხოებას არ მიემართება, არამედ მისი მიმალვის აღკვეთის, სასჯელის აღსრულების თუ სხვა მიზანს/ინტერესებს აყენებს წინ ვიდრე, ადამიანის სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის დაცვას. უფრო მეტიც, ის რისკები, რომელიც შესაძლებელია მსჯავრდებულის კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძვლად იყოს დანახული, სწორედ გლდანის N18 დაწესებულებასთან კავშირში ჩნდება. ამაზე უთითებდა თავად მსჯავრდებულიც და მისი ადვოკატებიც და შესაბამისად, სრულიად გაუმართლებელია მისი სწორედ პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსება.  გასათვალისწინებელია ისიც, რომ პენიტენციურ სისტემაზე მომზადებულ არაერთ ანგარიშშია[9] გამოთქმული შეშფოთება საპატიმროებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ მათი არაფორმალური მმართველობისთვის გამოყენება/ხელშეწყობასთან დაკავშირებით. პენიტენციალურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის გაზრდილი გავლენები[10] საფრთხეს უქმნის პატიმრების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობას[11] და გასათვალისწინებელია ისიც, კრიმინალური სუბკულტურისა და პენიტენციალური დაწესებულების თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პროკურატურა, როგორც წესი, ეფექტიანად არ რეაგირებს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის, N18 სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნა მის მიმართ თავად სხვა პატიმართა მხრიდან წარმოშობს როგორც ფიზიკური, ისე, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არასათანადო მოპყრობის რეალურ საფრთხეს. ამ საფრთხეების არსებობა უკვე დადასტურდა 2021 წლის 08 ნოემბრის საღამოს მედიით[12] გავრცელებული კადრებით, რომლებშიც ნათლად ჩანს N18 დაწესებულების პატიმართა ნაწილის აგრესიული შეძახილები მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

დამატებით გასათვალისწინებელია ის ზოგადი პოლიტიკური ფონი, რაც ამ მოვლენებს ახლავს თან. მიხეილ სააკაშვილის ამ ფორმით გადაყვანა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ცალსახად ზრდის ვითარების ესკალაციის რისკებს, რამაც შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის მშვიდობას და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

  • ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ მიღებულ დასკვნაში მითითებული სტანდარტების შესაბამისად დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გადაყვანა და მისი, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე პირადი უსაფრთხოების სრულყოფილი დაცვა;
  • ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისთვის და დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ ოპოზიციასთან;

ორგანიზაციები ასევე მოვუწოდებთ ოპოზიციურ ძალებს:

  • დარჩნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებში და თავი აარიდონ ვითარების ესკალაციას.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მაგალითისთვის იხილეთ, კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე - ალბათ, აუცილებელია გაჟღერდეს, როგორ მიმდინარეობს მისი ყოველდღიურობა - კარგი იქნება შესაბამის სამსახურს მივმართოთ, გამოამჟღავნოს და გამოაქვეყნოს ყველაფერი, ინტერპრესნიუსი, 05.11.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3CZuUQf; მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე - 41-ე არა, მაგრამ 37-ე დღეს გაირკვა, რომ შიმშილობაც კი მორიგი დადგმული „ფეიკია“!, ინტერპრესნიუსი, 06.11.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3qfPSXK.  

[2] საკვები დანამატების ექიმების მითითებით მიღების ფაქტს ადასტურებს სახალხო დამცველის განცხადებაც, იხ. სახალხო დამცველი ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მიერ კვების დაწყებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტს, 06.11.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3bSpH12.

[3] გიული ალასანია - ჩემი შვილი თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს - ციხეში აღარაა, ინტერნერპრესნიუსი, 08.11.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/306rX21;  რუსთავის მე-12 საპატიმროს მიმდებარედ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ვერტმფრენი გამოჩნდა, ინტერნერპრესნიუსი, 08.11.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3mVMGhZ.

[4] ნინო ლომჯარია - ამ წუთის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იყოს, ინტერნერპრესნიუსი, 08.11.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3klgsLd.

[5] იხ. “პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის  №169 ბრძანების დანართი N1-ის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი, რომლის თანახმად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში პირის გადაყვანისას, ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოშიმშილის ახლო ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო ბრალდებულის შემთხვევაში, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელ პროკურორს.

[6] კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის გადაუდებელ გადაყვანაზე - ყიფშიძე, პუბლიკა, 8.11.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3bULPI6.

[7] საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ შეამოწმა, 4.11.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3CZvldl.

[8] სახალხო დამცველის განცხადება, 09.11.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3bUeVY8.

[9] იხ.: საიამ პარლამენტს სტრასბურგის სასამართლოს საქმეების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული ანგარიშებით მიმართა, 21.05.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3kl4ZeK; საიამ პარლამენტს სტრასბურგის სასამართლოს საქმეების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული ანგარიშებით მიმართა, 22.05.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3cahxRP; Communication from NGOs (Georgian Young Lawyers’ Association (GYLA) and European Human Rights  Advocacy Centre (EHRAC)) (20/10/2020) concerning the case of TSINTSABADZE GROUP v. Georgia  (Application No. 35403/06), 30.10.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3H59tQo.

[10] წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში 2018 წლის სექტემბერში საქართველოში ვიზიტის შედეგების შესახებ, CPT/Inf (2019) ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/1680945eca.

[11] იქვე.; ამ თემაზე იხ. ასევე, სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში; პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2019 წლის ანგარიში, 2020, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3wtneU4;  დემეტრაშვილი ნ., ივანიაძე თ., პენიტენციურ სისტემაში უმცირესობათა უფლებების დაცვისა და რეალიზების შესაძლებლობები და გამოწვევები, კვლევის ანგარიში, 2020, ხელმისაწვდომია: shorturl.at/prAX8

[12]იხ. ტვ. მთავარი: გლდანის ციხის პატიმრების აგრესია მიხეილ სააკაშვილის მისამართით [ვიდეო], 08.11.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3qlyW1S.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“